Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ფოტოგრაფის თვალით დანახული სვანეთი

მარტინ ჰოუზი

ფოტოგრაფის თვალით დანახული სვანეთი

რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოს, და კონკრეტულად, სვანეთის ახლოდან გაცნობა? მოგზაურობა წინასწარ დაგეგმეთ თუ შემთხვევით აღმოჩნდით სვანეთში? ველური ბუნება ყოველთვის მიყვარდა. ცხოვრების დიდი ნაწილი მის შესწავლაში და კვლევაში გავატარე. კავკასიის მთებთან ჩემი კავშირი 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა რეგიონში რამდენიმე კვირით მოგზაურობის შესაძლებლობა მომეცა. მიუხედავად მცირე დროისა, ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2023 წელს, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დავბრუნდი, სვანეთში გავემგზავრე. მოსმენილი მქონდა, რომ სვანეთი კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ველური და მშვენიერი კუთხე იყო. მეგობრული, გულწრფელი სტუმარმასპინძლობით და ადამიანებით.

თქვენი სვანეთის ფოტოები საოცარი ატმოსფეროთი გამოირჩევა, მასში ასახულია როგორც მთების სიდიადე, ისე ყოველდღიური ცხოვრების მშვიდი და ძლიერი იდუმალება.

როგორც ფოტოგრაფმა, რისგან მიიღეთ ყველაზე მეტი შთაგონება ამ ადგილიდან? ჩემი შთაგონება სვანეთმა, ძირითადად, ორი მიმართულებით გააღვიძა. პირველ რიგში, მისი მთებით, ხეობებით, მდინარეებით და კანიონების სიდიადით აღვფრთოვანდი. მეორეს მხრივ კი ხელუხლებელი ბუნების პეიზაჟებით. სწორედ ეს განასხვავებს სვანეთს ევროპის მთიანი ზონებისგან, სადაც ბუნება გზებით, სათხილა მურო კურორტებით და ტურისტული ინფრასტრუქტურით არის შეცვლილი. ათასწლეულებია სვანეთში ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ბუნების იერსახე არ შეცვლილა. ბევრ ადგილას ლანდშაფტს ბუნებრივი სახე აქვს შენარჩუნებული. სწორედ ეს ბუნებრიობა ანიჭებს სვანეთს განსაკუთრებულ ძალას და სილამაზე ავსტრალიის და საქართველოს ბუნება განსხვავებულია, როგორ შეცვალა მესტიაში ცხოვრებამ თქვენი შემოქმედებითი პროცესი და ხედვა? როცა ფოტოების გადასაღებად მივდივარ, ზოგჯერ, კონკრეტული სურათი მაქვს წარმოდგენილი, მაგალითად, ხედი მწვერვალიდან მზის ჩასვლის ფონზე. ამასთანავე, ვცდილობ, იმ მოულოდნელი მომენტებისთვის, რაც შესაძლოა ბუნებაში მოხდეს, მომზადებული ვიყო. ჩემი საუკეთესო ფოტოების უმეტესობა, სწორედ ისეთ სცენებს ასახავს, რომლებიც დაგეგმილი არ მქონდა, მაგალითად, მოულოდნელად გამონათებული მზის სხივი ღრუბლებში გაჩენილი ხვრელიდან. ბუნების მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება მაქვს. ყველაფრის მთავარი შემოქმედი ბუნებაა. ეს დამოკიდებულება ფოტოების დამუშავების პროცესშიც გადმომაქვს. ვცდილობ, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოვკვეთო, როგორიც ღრუბლის ტექსტურაა, ზუსტად ისე, რომ სურათი ხელოვნურად არ გამოიყურებოდეს. ამ მხრივ, ჩემი შემოქმედებითი პროცესის ხედვა არ შეცვლილა. სვანეთში გადმოსვლის შემდეგ, რაც ნამდვილად შეიცვალა არის, რომ ახლა ფოტოების გადაღებისას მეტი ძალისხმევა მჭირდება, რათა ამ მთების და პეიზაჟების მასშტაბურობა გადმოვცე. კამერის გარეშეც კი რთულია გაიაზრო, რომ წინ გადაშლილი ხედები ისეთ სივრცეს მოიცავს, რომლის შესასწავლად მთელი ცხოვრებაც არ არის საკმარის გაიხსენეთ კონკრეტული მომენტი, ხედი, შუქი ან ადამიანი, რამაც სვანეთთან ღრმა კავშირი გაგრძნობინათ და მიგახვედრათ, რომ სწორ ადგილას ხართ. ბევრი ასეთი მომენტი მქონია, რამაც დამარწმუნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, სვანეთში ყოველთვის მომინდება დაბრუნება და აქ თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში. გასულ წელს, ორთვიანი პაუზის შემდეგ მესტიაში დავბრუნდი. მთავარ ქუჩაზე ვსეირნობდი. სამარშრუტო ტაქსის ბილეთების გამყიდველმა ქალმა, რომელმაც ჩემი სახელიც კი არ იცოდა, დამიძახა, მიმიწვია და მანდარინებით სავსე ჩანთა გადმომცა. ასეთი მცირე, მაგრამ გულწრფელი ქცევები მაგრძნობინებს, რომ აქ გულით მხვდებიან ისე, როგორც ოჯახში და ახლო მეგობრების გარემოში. ამას გარდა, გამაოცა და დამაფიქრა იმ შესაძლებლობებმა, რაც სვანეთის პეიზაჟების შესწავლის და გადაღების დროს აღმოვაჩინე. ვგრძნობ, რომ თავად მთები მეგებებიან და დასარჩენად მიხმობე გარკვეული პერიოდი თქვენ სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იცხოვრეთ. რა გავლენა იქონია სვანურმა კულტურამ, ტრადიციებმა და ადამიანებთან ურთიერთობამ იმ ისტორიებზე, რომლებიც თქვენი ფოტოებით გადმოეცით?** ჩემი ფოტოებით მსურს მოვყვე, რომ ბუნება ცოცხალია, მისი სილამაზე ჩვენს წარმოსახვას ბევრად აღემატება და ჩვენი კეთილდღეობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ მასთან კავშირის აღდგენას. ეს თემები სვანურ კულტურასაც ეხმიანება. კულტურას, რომელსაც მიწის პატივისცემა და დაცვა შთამომავლობით გადაეცემა. დღეს სვანეთში ეკონომიკა და კულტურა სწრაფად იცვლება. ტრადიციულ საქმიანობას, როგორიცაა ზაფხულში საქონლის საძოვრებზე საბალახოდ გაყვანა, სულ უფრო მეტად ანაცვლებს ტურიზმი და რეკრეაციული ინდუსტრია. ამ ცვლილებას დადებითი მხარეც აქვს, თუმცა, არსებობს სერიოზული რისკი, რომ სწორედ ის ხელუხლებელი, ბუნებრივი ხასიათი, რაც სვანეთს უნიკალურ ადგილად აქცევს, შესაძლოა დაიკარგოს. სვანეთის პეიზაჟები დიადია, მაგრამ ამავდროულად დაუცველი. ბევრ ადგილობრივს ვესაუბრე, რომლებიც განიცდიან, რომ ქალაქების თუ სოფლების იდენტობა და ხასიათი იცვლება, რომლებიც მათ წინაპრებიდან გადმოეცათ. მათ ემოციებს და აზრებს მეც ვიზიარებ. ფოტოების გადაღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა — მსურს ადამიანებს შევახ სენო, რამდენად ლამაზია ჩვენი პლანეტა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ფოტოების გამოფენას სვანეთის მუზეუმი მასპინძლობს და მესტიაში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…