Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, კომფორტულ ფრენებს სთავაზობენ.

გარდა ამისა, 15 წელზე მეტია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავები პროფესიულ გადამზადებას ამსტერდამში, „KLM“-ის სიმულატორებზე გადიან.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ავიახომალდების ტექნიკური მომსახურება, როგორიცაა შასის, ძრავის და APU (დამხმარე ძრავი) რემონტი „KLM“-ს ტექნიკურ ბაზაზე ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს სრულდება.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

ბილეთის დასაჯავშნად დაუკავშირდით ჩვენი გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ეწვიეთ ვებსაიტს – https://www.georgian-airways.com/ en ან ისარგებლეთ მობილური აპლიკაციით.

კიდევ წაიკითხეთ

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…

ფოტოგრაფის თვალით დანახული სვანეთი
მოგზაურობა

ფოტოგრაფის თვალით დანახული სვანეთი

**რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოს, და კონკრეტულად, სვანეთის ახლოდან გაცნობა? მოგზაურობა წინასწარ დაგეგმეთ თუ შემთხვევით აღმოჩნდით სვანეთში?** ველური ბუნება ყოველთვის მიყვარდა. ცხოვრების დიდი ნაწილი მის შესწავლაში და კვლევაში გავატარე. კავკასიის მთებთან ჩემი კავშირი 1990-იანი…