გიორგი ხმალაძე
მსოფლიოში ცნობილი ქართველი არქიტექტორი

ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძისთვის არქიტექტურა ფიქრის და კვლევის პროცესს წარმოადგენს. მასთან ინტერვიუში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხედავს თანამედროვე არქიტექტურას, რა პრინციპებით ქმნის საკუთარ პროექტებს და რატომ ცდილობს, რომ ერთმანეთს არცერთი მათგანი ჰგავდეს. გიორგი ხმალაძისთვის მთავარი გატაცება პროცესი და შედეგია. გზა იდეიდან რეალობამდე, სადაც შედეგი მრავალფეროვნების, ექსპერიმენტების ნაწილი ხდება და სივრცის შიგნით ჩასმული ახალი ისტორია იქმნება.
როგორ იწყებთ სივრცის შექმნის პროცესზე მუშაობას, იდეიდან ესკიზამდე თუ ესკიზიდან შეგრძნებამდე? არქიტექტურა მრავალწახნაგიანი სფეროა. ჩემთვის სივრცის გეგმარების შესრულების საწყისი ის გარემოა, სადაც საპროექტო დავალება უნდა შევასრულო. საწყის ეტაპზე ვეცნობი პროექტის შინაარს, მიზნობრიობას, დამკვეთის სურვილებს, მოთხოვნებს, ყველა შეზღუდვას და ჩარჩოს, რათა მთავარი აქცენტები განვსაზღვრო და მივხვდე რაში და რა დოზით შემიძლია არქიტექტურული თავისუფლების და ამბიციის გამოხატვ თქვენს მიერ დაპროექტებულმა შენობებმა ქართულ არქიტექტურაში ახალი ენა შემოიტანა. როგორ ფიქრობთ რას ამბობენ ისინი, იმ ქალაქებზე სადაც აშენდნენ? შენობები და ზოგადად, მატერიალიზებული გარემო, იმ დროის, გარემოს და საზოგადოების პირდაპირი ანარეკლია, რომელშიც ვცხოვრობ წარმოადგენს თუ არა შენობა თქვენთვის ცოცხალ ორგანიზმს და რას განიცდის ის დროთა განმავლობაში? რა თქმა უნდა. შენობა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დროთა განმავლობაში ქალაქის იერსახეს და ადამიანების ცნობიერებას ცვლის. თუ პროექტი წარმატებულია, მას საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ბედნიერება მოაქვ რას უსმენთ და აკვირდებით ახალ პროექტზე მუშაობის დროს ადგილს, ადამიანებს თუ საკუთარ ინტუიციას? პროექტირება სწორხაზოვანი პროცესი არ არის და მასში ბევრი დეტალი მონაწილეობს. ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა და ძიების პროცესი, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით მიყავხარ. პროექტზე მუშაობის დროს გარე მოცემულობების მოსმენა მნიშვნელოვანია, რაც შემდგომში საკუთარი ხმის მოსმენას გიადვილებს. გამეორება არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რამდენადაც პროექტის შინაარსი შესაძლებლობას მაძლევს , რაღაც ახალი გავაკეთო. ამ მიდგომით მუშაობისას, რთულია საბოლოო შედეგი განსაზღვრო, რადგან ამის წინასწარი რეცეპტი არ არსებობ როგორია თქვენი განწყობა ტენდენციების მიმართ მიყვებით, ემხრობით თუ ეჭვით უყურებთ? ტენდენციები მსოფლიოში არსებული სფეროს მთავარი გამოწვევების მიხედვით ყალიბდება. დღეს,ყველაფერი არქიტექტურის და გარემოს მეგობრული თანაარსებობის იდეის გარშემოა გაერთიანებული: მდგრადი განვითარება, მწვანე არქიტექტურა, ენერგოეფექტურობა, მდგრადი გადაწყვეტილებები და ეტაპების მთელი რიგი, რაც მშენებლობაში მონაწილეობს. ჩვენს დღევანდელ რეალობაში, ყველა პირობის ერთდროულად გათვალისწინება რთულია, როგორც ეკონომიკური, ტექნიკური ისე საზოგადოებრივი შეხედულებების გამო, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ვითვალისწინებთ და პროექტებში წარმატებით ვნერგავ არის თუ არა გარკვეული ელემენტი, რომელსაც თქვენს პროექტებში ყოველთვის იყენებთ? ძალიან მიყვარს ბუნება და ყველგან ვცდილობ სიმწვანე და ბუნების ელემენტი შევიტან როგორ შეიცვალა თქვენი პროფესიული ხედვა წლებთან ერთად? არქიტექტურის მიმართულებით ჯამში 13 წელია ვსაქმიანობ. გარკვეული დროით, დიზაინით მეტად ვიყავი დაკავებული. არქიტექტურის მიმართ არსებულ შინაგან მოთხოვნილებას კი, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობით ვივსებდი, სადაც მეტი თავისუფლება მქონდა. 2010-2012 წლებში, აშშ-ში მაგისტრატურა გავიარე და ამ სფეროში აქტიური მოღვაწეობა მას შემდეგ დავიწყე. წლები ბევრ რამეს ცვლის. ყველა პროექტი ახალი გამოცდილების მომტანია. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი ვიყო, ახლის შექმნის მცდელობისას ამოუცნობი გზისკენ ბუნებრივად მიდიხარ და ამოცანებს პროცესში ხსნი. ამ ყველაფერმა მეტი გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და საზოგადოების ნდობა მომიტან რა წარმოადგენს არქიტექტურის მთავარ ხიბლს თქვენთვის, რის გამოც ეს სფერო პროფესიად აირჩიეთ? მამაჩემი არქიტექტორია. მთელი ბავშვობა ჩვენი სახლი სახელოსნო, მე კი, ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. მამას ვეხმარებოდი, ვხაზავდი, ჩემთვის მაკეტებს ვაკეთებდი. შესაბამისად, პროფესიულ არჩევანზე ბევრი არ მიფიქრია, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. რაც შეეხება მთავარ ხიბლს, მსიამოვნებს პროცესი და შედეგ თბილისი — ქალაქი, რომელიც იზრდება, იცვლება, ზოგჯერ კარგავს თავის თავს. როგორ ხედავთ თბილისის არქიტექტურას არქიტექტორის თვალით? თბილისის არქიტექტურა ეკლექტურია. არქიტექტორის ეს მეტ თავისუფლებას აძლევს, ამიტომ კარგი დროა მათთვის, ვისაც ჟინი, ენერგია და ძალისხმევის ჩადების სურვილი აქვს ბევრი საინტერესო პროექტი შექმნა თქვენს პროექტებს საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება აქვს, რას ნიშნავს და რასთან ასოცირდება თქვენთვის ეს წარმატება? საერთაშორისო წარმატება ჩემი განხორციელებული პროექტებიდან სამს აქვს ესენია: ბათუმის სოკარის ავტოგასამართი სადგური + მაკდონალდსი და ყავის საწარმო მეამა. საერთაშორისო წარმატება ჩემთვის დამატებითი სტიმულის, მოტივაციის და ენერგიის წყაროა. აღნიშნული კონკურსები ონლაინ პლატფორმებზე ჩატარდა. Archdaily და Architizer ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტურული პლატფორმაებია, სადაც ყოველწლიურად კონკურსები ტარდება. სოკარის და მაკდონალდის პროექტმა Architizer-ზე საცალო ობიექტის კატეგორიაში გაიმარჯვა. მეამას შენობამ კი, ბევრი მიმართულებით მოიპოვა ჯილდო. 2023 წელს, მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence დაჯილდოებაზე საოფისე კატეგორიაში მსოფლიოს ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა, Architizer-ზე კი, მეამამ როგორც ჟიურის ისე ინტერნეტ მომხმარებლების საჯარო გამოკითხვის შედეგად, საოფისე ინტერიერის, დაბალსართულიანი საოფისე შენობის, საწარმოს და ბეტონით შესრულებული საუკეთესო შენობის კატეგორიებში გაიმარჯვ როგორია თქვენი პროფესიული საზღვრები – არსებობს თუ არა რაღაც რის მიღმაც, არქიტექტურა აღარ მუშაობს? რა თქმა უნდა. საპროექტო ამოცანის შესრულებამდე ბევრ დეტალს ვითვალისწინებ. ზოგჯერ, როცა არსებული მოცემულობა და ჩემი ხედვა ერთმანეთს რადიკალურად აცდენილია, მსგავსი შინაარსის პროექტში არ ვერთვებ როგორია სივრცე, რომელშიც ახლა ცხოვრობთ? ამჟამად, მჭიდროდ გამოიყურება რადგან ჩემი ოჯახი გაიზარდა. ახლა ვფართოვდებით. სივრცის გეგმარების პროცესში ჩართული თავად ვარ, თუმცა დროის სიმცირის გამო, სხვა მიმართულებებს მათ შორის, ინტერიერს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმო ჯერ კიდევ დაუწერელი პროექტის იდეა – რომელიც არ განგიხორციელებიათ? დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი, ნებისმიერ კულტურულ, საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტში.





