ჰომეოპათია და მცენარეები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება

ადამიანი უძველესი დროიდან ეძებდა ბუნებაში დაავადებისა და სხვადასხვა პრობლემების შემსუბუქების საშუალებებს, სანამ თანამედროვე მედიცინა და ფარმაკოლოგიური ინდუსტრია განვითარდებოდა სამკურნელო მცენარეები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო.
ჰომეოპათია XVIII საუკუნის ბოლოს დაახლოებით 1790-იან წლებში, გერმანელმა ექიმმა და ქიმიკოსმა სამუელ ჰანემანმა შექმნა. იგი ცდილობდა ისეთი საშუალებების მოძიებას, რომლებიც მისი აზრით დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას შეძლებდა. მისი მთავარი იდეა ჩამოყალიბდა პრინციპში, რომელსაც ხშირად უწოდებენ „მსგავსი მსგავსით მკურნალობას“.
ჰომეოპათია იყნებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით. თავისი არსით ჰომეოპათია არის ბიომარეგულირებელი თერაპია.
პირველი პრინციპი – „მსგავსი მსგავსით ინკურნება“ გულისხმობს იმას რომ ნივთიერებას, რომელსაც ჯანმრთელ ადამიანში გარკვეული სიმპტომის გამოწვევა შეუძლია, ძლიერ განზავებული სახით მსგავსი სიმპტომის სამკურნალოდ იყენებენ. ეს მიდგომა განსხვავდება თანამედროვე მედიცინის მკურნალობის პრინციპებისაგან.
მეორე პრინციპი-განზავების პრინციპი. ჰომეოპათიური საშუალებების მომზადებისას საწყის ნივთიერებას წყალში ან სპირტში მრავალჯერ აზავებენ. ამ პროცესს ხშირად სპეციალური შენჯღრევა ახლავს. ჰომეოპათები მიიჩნევენ, რომ განზავების და შენჯღრევის განმეორება სამკურნალო საშუალების მოქმედებას აძლიერებს.
პრეპარატები შეიძლება წარმოდგენილი იყოს პატარა შაქრის გრანულების, ტაბლეტების, წვეთების ან მალამოების სახით.
ინდივიდუალური მიდგომა-ჰომეოპათიური პრაქტიკის მიხედვით ერთი და იგივე დაავადების მქონე სხვადასხვა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა საშუალება შეერჩეს, რადგან ყურადღება ექცევა არ მხოლოდ დიაგნოზს, არამედ ადამიანის მიერ აღწერილ სიმპტომებსაც.
ფიტოთერაპია განსხვავდება ჰომეოპათიისაგან იგი გულისხმობს მცენარეების მათი ნაწილების ან მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებას ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის მიზნით. მცენარეებში გვხვდება მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება მათ შორისაა ეთერზეთები, ალკალოიდები, ტანინები, გლიკოზიდები საპონინები და სხვა ნაერთები. მცენარის სამკურნალო თვისებები შეიძლება დამოკიდებული იყოს მის სხეობაზე,მოყვანის პირობებზე, ასევე მოსავლის აღებაზე.
სამკურნალო მცენარეებს სხვადასხვა ფორმით იყენებენ: ნაყენი – მცენარის გარკვეული ნაწილის თბილ ან ცხელ წყალში დაყენებით, დეკოქტი – ფესვების, ქერქის ან სხვა მყარი ნაწილების ხარშვა.
ექსტრაქტი-მცენარიდან აღებული ნივთიერების უფრო კონცენტრირებული მიღება.
მალამო და კრემი-ძირითადად გარეგანი გამოყენებისთვის.
ეთერზეთი – მცენარის არომატული და ძლიერი კონცენტრირებული ნივთიერებები.
კაფსულები და ტაბლეტები-სტანდარტული ან კონცენტრირებული მცენარეული მასალის შემცველი პრეპარატები.
საქართველოს ბუნება მდიდარია სამკურნალო და არომატული მცენარეებით. სხვადასხვა რეგიონში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მცენარეების შეგროვებისა და გამოყენების ტრადიციები. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ისეთი მცენარეები როგორიცაა: პიტნა, გვირილა, სალბი, კრაზანა, ასკილი, ცაცხვი, ჭინჭარი, ბაბუაწვერა და სხვა.
მცენარეების გამოყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი წარმოშობა არ ნიშნავს სრულ უსაფრთხოებას, რადგან მცენარეულ საშუალებებსაც შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.
ამრიგად ჰომეოპათიასა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებისას აუცილებელია სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება, სწორად დაცული დოზირება და ჰომეოპატის რჩევების გათვალისწინება.






