Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

იტალიური არქიტექტურა და ზღვის ხედები

პროექტი იტალიელი არქიტექტორების ჯგუფმა შექმნა. მათი მიზანი თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურის ძველი ბათუმის იერსახესთან ჰარმონიულად შეხამება იყო. ისტორიულ ცენტრში, სანაპიროსთან ახლოს მდებარე შენობის ყველა ბინიდან ზღვის ხედი იშლება.

ევროპული ხარისხი თითოეულ დეტალში

ინტერიერის დიზაინი ერთიან კონცეფციას ეფუძნება და წამყვანი ევროპული ბრენდების პრემიუმკლასის მასალებს აერთიანებს. ბინებში გამოყენებულია კარარას ბუნებრივი მარმარილო (Canalini Marmi), Skema-ს იტალიური მუხის პარკეტი, Poliform-ის ჩაშენებული ავეჯი, Miele-ს და Liebherr-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, Mitsubishi-ს კლიმატური სისტემები, Smart Home-ის ფუნქციები და ისეთი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Cielo, Zucchetti, Cocif, Schuco. თითოეული ბინა მფლობელს გარემონტებული და სრულად მოწყობილი გადაეცემა, რაც მას საშუალებას აძლევს, პირველივე დღიდან კომფორტულად იცხოვროს.

ბათუმის მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსებისგან განსხვავებით „ადმირალ რეზიდენსი“ მყიდველს ბუტიკურ არჩევანს სთავაზობს. ისტორიული მდებარეობა, იტალიური არქიტექტურა და მაღალი ხარისხის ინტერიერი აქ სახლის გამორჩეულ ხასიათსა და მყუდრო ატმოსფეროს ერწყმის.

FOR MORE INFORMATION, PLEASE CONTACT US: 591 49 11 11 ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ: 591 49 11 11

კიდევ წაიკითხეთ

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.

თანამედროვე ოქროს სამკაულის ბრენდი BLURE ქრონოგრაფში
ლაიფსტაილი

თანამედროვე ოქროს სამკაულის ბრენდი BLURE ქრონოგრაფში

გაიცანით თანამედროვე დიზაინით შექმნილი, ოქროს სამკაულების ბრენდი – BLURE, რომელიც სილამაზისა და სიძლიერის შერწყმის ემოციურ ამბავს მოგვითხრობს. ბრენდის კონცეფცია და დიზაინი ოკეანის სიღრმით და სირინოზების მისტიკური ხიბლითაა შთაგონებული. ეს იდეა განსაკუთრებით იგრძნობა…