ტყის მცენარეებიდან, საერთო კეთილდღეობამდე
აიურვედას მარადიული მეცნიერება

მეცნიერი და აიურვედას ტრადიციული პრაქტიკოსი, ექიმი Dr. Sreedevi Bhavanandan გვიზიარებს, თუ როგორ აყალიბებს ბუნებრივი მედიცინის მომავალს უძველესი სამკურნალო ტრადიციები, ტყის ცოდნა და თანამედროვე კვლევები.ინდოეთის სამხრეთში მდებარე კერალა აიურვედას სამშობლოა. აიურვედა უძველესი ინდური სამედიცინო სისტემაა, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში იყენებენ. მისი სამკურნალო მცენარეების და ფორმულების ცოდნა კი, ტრადიციული ექიმების ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა. ექიმ Dr Sreedevi-ს ველური ბუნების ბიოლოგიასა და ადგილობრივ მედიცინაში დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული და თავადაც აიურვედას ექიმების ოჯახის მემკვიდრეა. მისი კვლევის მთავარი მიმართულება სამკურნალო მცენარეები და დასავლეთ გატების ტყეებში გამოყენებული ტრადიციული სამკურნალო პრაქტიკებია. აღნიშნული რეგიონი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, ბიომრავალფეროვან ზონად მიიჩნევა. ექიმი ასევე კომპანიის, SBM Ayur (Sri Bhagavathy Madom Ayurveda Nikethanam) ხელმძღვანელია, სადაც აიურვედული მედიკამენტები, საკვები დანამატები და მცენარეული კოსმეტიკა იქმნება. ეს პროდუქცია სამხრეთ ინდოეთში აქტიურად გამოიყენება და ამავდროულად ექსპორტზეც გადის მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და კანადაში.
აიურვედა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეცნიერება და სამკურნალო სისტემაა. მოგვიყევით უფრო ვრცლად აიურვედას და მისი უნიკალური თვისებების შესახებ? აიურვედა „ცხოვრების მეცნიერებას“ ნიშნავს. ეს მთლიანი ჯანმრთელობის სისტემაა, რომელიც ყურადღებას არა მხოლოდ დაავადების მკურნალობაზე, არამედ სხეულს, გონებას და გარემოს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე ამახვილებს. მისი განსაკუთრებულობა ინდივიდუალურ მიდგომაშია. აიურვედაში კვება, ცხოვრების წესი და მკურნალობის მეთოდები თითოეულ ადამიანს პერსონალიზებულად ერგებ გაგვიზიარეთ თქვენი პირადი ისტორია. რამ შთაგაგონათ, აიურვედას ექიმი გამხდარიყავით და როგორ დაიწყო თქვენი აიურვედული მოგზაურობა? მე აიურვედას ცნობილი პრაქტიკოსების ოჯახში დავიბადე, სადაც სამედიცინო მცენარეები და სამკურნალო ფორმულების შემუშავება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. მოგვიანებით, მეც ამ მიმართულებით გავაგრძელე სწავლა და დოქტორის ხარისხი ველური ბუნების ბიოლოგიასა და ადგილობრივ მედიცინაში დავიცავი, რამაც შესაძლებლობა მომცა ბიომრავალფეროვნებასა და ტრადიციულ სამედიცინო ცოდნას შორის კავშირი შემესწავლა. საველე კვლევების დროს, დასავლეთ გატების რეგიონში, ადგილობრივ თემებთან ვმუშაობდი, რომლებსაც სამკურნალო მცენარეების შესახებ სიღრმისეული ცოდნა აქვთ. ამ მცენარეებიდან ბევრს დღემდე დიდი, აუთვისებელი პოტენციალი, აქვს რაც მომავალში ბუნებრივი მედიცინის ახალი აღმოჩენების საფუძველი შეიძლება გახდე აიურვედას ჯანმრთელობის აღქმის ჰოლისტიკური ხედვა აქვს. როგორ ცვლის ეს მიდგომა დაავადების მიმართ განწყობას ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით? აიურვედა ჯანმრთელობას ბალანსად აღიქვამს, რომელიც მუდმივად იცვლება. ის ყურადღებას მხოლოდ სიმპტომებზე არ ამახვილებს და ცდილობს დისბალანსის გამომწვევი მიზეზები მონელების სისტემაში, ცხოვ რების წესსში, სტრესში და გარემოში იპოვნოს. აიურვედაში მკურნალობის მიზანი ჰარმონიის აღდგენა, სხეულის ბუნებრივი თვითმკურნალობის უნარის გაღვიძება და მხარდაჭერა რა არის აიურვედას ძირითადი პრინციპები და მთავარი იდეები? აიურვედას მნიშვნელოვანი პრინციპებია Tridosha-ს თეორია (Vata, Pitta, Kapha), ინდივიდუალური კონსტიტუციის ცნება (Prakriti), საკვების მომნელებელი სისტემის ცეცხლი (Agni) და ტოქსინების დაგროვება (Ama). აიურვედაში განსაკუთრებული ყურადღება პრევენციას ეთმობა, რაც ყოველდღიური რეჟიმის დაცვაში, სეზონური ცხოვრების მიყოლაში და ბალანსირებულ კვებაში ვლინდებ თანამედროვე ცხოვრების რეჟიმი სწრაფი და სტრესულია. თქვენი გამოცდილებით, დღევანდელ რეალობაში, რა ჯანმრთელობის პრობლემებით მოგმართავენ ყველაზე ხშირად? დღევანდელ რეალობაში ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, სტრესთან დაკავშირებული დარღვევები, უძილობა, მეტაბოლური დარღვევები, სახსრების ტკივილი და კანის დაავადებებია გავრცელებული. მათი უმეტესობა კი, რეჟიმის არ ქონის, არაჯანსაღი კვების და დატვირთული თანამედროვე ცხოვრების წესიდან მოდი ბევრ მკითხველს დააინტერესებს თუ როგორ გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა ბუნებრივი გზით. არსებობს თუ არა მარტივი, ყოველდღიური აიურვედული ჩვევები ან რიტუალები, რომლებიც ამ მიზნით, ადამიანებს ყოველდღიურობაში შეუძლიათ დანერგონ? მარტივი ჩვევები როგორებიცაა: რეგულარული კვების დრო, ჯანმრთელი საკვების მიღება, საკმარისი ძილი, ენის გასუფთავება, ზეთის გამოვლება და თვითმასაჟი თბილი ზეთით (Abhyanga) მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, თუკი მათ ყოველდღიურად შეასრულებ კვებას აიურვედაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორ ეხმარება აიურვედული კვება ადამიანს გაიგოს, რეალურად რა საკვები სჭირდება მის სხეულს? აიურვედაში საკვებს სამედიცინო დანიშნულება აქვს. კვების რეჟიმის შედგენა კი ინდივიდუალურად ადამიანის აღნაგობის, საკვების მომნელებელი სისტემის მდგომარეობის და სეზონური გარემოს მიხედვით ხდება. ეს მიდგომა ადამიანს ეხმარება გააცნობიეროს რომელი საკვებია მისი სხეულისთვის და სულისთვის ნამდვილად სასარგებლ აიურვედა ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. როგორ აისახება და რამდენად მნიშვნელოვანია აიურვედული ჯანმრთელობის პრაქტიკაში სეზონური ცვლილებები? საკვები რაციონის და ცხოვრების წესის სეზონური ცვლილებები (Ritucharya), ორგანიზმს, სხეულს გარემოს ცვლილებებთან შეგუებაში და მთელი წლის განმავლობაში, შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარებ მსოფლიოში მცენარეული წამლების და ტრადიციული მედიცინის მიმართ ინტერესი მზარდია. თქვენი გამოცდილებით, აიურვედას რომელი მცენარეები ან მკურნალობის მეთოდებია გამორჩეულად ეფექტური? კლასიკურ მცენარეებს, როგორებიცაა: Ashwagandha, Guduchi, Brahmi და Triphala აიურვედულ მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ამავდროულად, დასავლეთ გატების ტყეებში არსებობს განსაკუთრებული სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება, რომლებსაც ადგილობრივი თემები აქტიურად იყენებენ. ბევრი ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომელიც ღვიძლის დაავადებების, ართრიტის, კანის პრობლემების და საკვების მონელების დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება მეცნიერულ დონეზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამ მცენარეებზე სისტემური კვლევების ჩატარებამ შესაძლოა მომავალ აღმოჩენებს გზა გაუხსნას და ისეთი რთული დაავადებების სამკურნალო საშუალება გახდეს როგორებიცაა: ღვიძლის ციროზი, აუტოიმუნური დარღვევები, ანთებითი პროცესები და გარკვეული სახის კიბოებ რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც აიურვედა აინტერესებთ, მაგრამ ჯერ არ გამოუცდიათ. საიდან დაიწყონ?** დაიწყეთ მარტივი ცხოვრების წესის ცვლილებებით. ბალანსირებული საკვების მიღებით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით და ყოველდღიური რუტინის შემუშავებით, რომელიც ბუნებრივ რიტმთან თანხვედრაში იქნება. ასევე, გამოცდილ აიურვედას სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა საკუთარი საწყისის და ჯანმრთელობის საჭიროებების აღმოჩენასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. მთავარი რასაც აიურვედა გვასწავლის ის არის, რომ ჯანმრთელობა ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების შედეგად მოდის.
„აიურვედა გვასწავლის, რომ ნამდვილი ჯანმრთელობა სხეულის, გონების და ჩვენს გარშემო არსებულ ბუნებრივ სამყაროს შორის ბალანსიდან მოდის.“








