Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

იოგა – სხეულის და გონების ჰარმონიის გზა, აიურვედა – „ცხოვრების მეცნიერება“

იოგა – სხეულის და გონების ჰარმონიის გზა, აიურვედა – „ცხოვრების მეცნიერება“

როგორც იოგას ინსტრუქტორმა, გაგვიზიარეთ თქვენი პირადი განსაზღვრება, რას ნიშნავს ჰარმონია გონებას, სხეულს და სულს შორის? იოგა სანსკრიტული სიტყვიდან YUJ მომდინარეობს, რაც კავშირს, გაერთიანებას ნიშნავს. იოგა გონების, სხეულის და სულის ერთიანობაა. ჰარმონია იქმნება მაშინ, როცა სხეული მყარი და ძლიერია, სუნთქვა მშვიდი, ხოლო, გონება აწმყოში მყოფადობის და თავდაჯერებულობის მდგომარეობაშ პირველად რამ მოგხიბლათ იოგაში, არა მხოლოდ ვარჯიშის, არამედ ცხოვრების წესის თვალსაზრისით? პირველად იოგას სილამაზით და პოზების ესთეტიკით მოვიხიბლე. მოგვიანებით მივხვდი, რომ იოგა ბევრად მეტია, ვიდრე მოძრაობა. ვისწავლე კონცენტრაცია, სტრესის მართვა და უფრო ბალანსირებული ცხოვრება. შესაბამისად, ჩემთვის იოგა, არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, არამედ ცხოვრების მუდმივი გაცნობიერების გზად იქც როგორ ეხმარები შენს მოსწავლეებს, რომ ფიზიკურ პრაქტიკას გასცდნენ და იოგის გონებრივ და სულიერ მხარეებს დაუკავშირდნენ? ჩემს მოსწავლეებს მუდმივად ვახალისებ, რომ ახალი პოზები გამოსცადონ, რადგან თავად ცდის პროცესია გარდამქმნელი. ამავდროულად, ვესაუბრები, რომ მოძრაობისას საკუთარ ემოციებს და გონებრივ შაბლონებს დააკვირდნენ, შეამჩნიონ. როცა იმედგაცრუებას ან ყურადღების გაფანტვას იგრძნობენ, ვთხოვ, სუნთქვაზე კონცენტრირდნენ და დააკვირდნენ, როგორ რეაგირებს გონება და სხეული. ეს ცნობიერი მდგომარეობა ზუსტად იმავე ღირებულების მატარებელია, რამდენადაც თავად იოგას პოზ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ყოველდღიური იოგას ან მედიტაციის რუტინა, რომელიც ემოციურ ბალანსს და გონებრივ სიცხადეს უწყობს ხელს? ყოველდღიური ბალანსირებული პრაქტიკა შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, როგორიცაა: მსუბუქი გაწელვები, სამი მზის მისალმება, ხის პოზა კონცენტრაციისთვის და ხუთწუთიანი ალტერნატიული ნესტოების სუნთქვა. ეს, ერთი შეხედვით პატარა პრაქტიკები, დიდ გავლენას ახდენს ემოციების სტაბილიზაციასა და გონების გასუფთავებაზ თქვენი გამოცდილებით, როგორ ეხმარება იოგა ადამიანებს საკუთარ თავთან კავშირის აღდგენაში ამ აჩქარებულ სამყაროში? იოგა ადამიანებს ენერგიას და სიხარულს თანაბრად აძლევს. ის ადამიანებს ათავისუფლებს სტრესისგან, ამშვიდებს მათ ბრაზს. პოზის შესრულების დროს ერთი გაცნობიერებული სუნთქვა საკმარისია მოსადუნებლად და საკუთარ თავთან კავშირის აღსადგენად გადატვირთული დღის მანძილზ რა გავლენა მოახდინა აიურვედას შესწავლამ ან პრაქტიკამ თქვენი იოგას სწავლების მეთოდზე? აიურვედამ მასწავლა, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგიერთ ადამიანს გამაგრილებელი, აღდგენითი ვარჯიში ესაჭიროება, ზოგიერთის სხეულს კი პირიქით, ენერგიული, გამახურებელი ვარჯიში და ამ ნაკადით შევსება. ამიტომ ვარგებ იოგას სტილს პიროვნებას, მის საჭიროებებს და არა პირიქი იყენებთ თუ არა აიურვედას პრინციპებს თქვენს ცხოვრებაში ან გაკვეთილებზე? დიახ, ვიყენებ. ჩემთვის აიურვედა ყოველდღიური პატარა არჩევანია, როგორიცაა: სეზონური საკვების მიღება, სტაბილური ძილის რეჟიმი, და სუნთქვის პრაქტიკა, რომელიც ჩემს ენერგეტიკულ მდგომარეობას შეესაბამება. ეს რუტინა და ჩვევები როგორც იოგას მატზე, ისე ცხოვრებაში ბალანსის შენარჩუნებაში მეხმარებ მარტივი აიურვედული ჩვევები, რომლებსაც გაუზიარებდით მათ, ვინც ახლა იწყებს „ველნესს“ მოგზაურობას? ვურჩევდი მარტივი და ამავდროულად საბაზისო ჩვევებით დაიწყონ, როგორებიცაა: დილით თბილი წყლის მიღება, რეგულარული კვების საათების გეგმის შემუშავება და კვირაში ერთხელ, ბუნებრივი ზეთებით თვითმასაჟის გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სხეულის მოსმენაა — თუ თავს მძიმედ გრძნობთ, ამ დროს სჯობს მსუბუქად იკვებოთ და მშვიდად ივარჯიშოთ, თუ მოუსვენრად ხართ, არჩევანი მიწიერი საკვების და ნელი სუნთქვის სასარგებლოდ სჯობს გააკეთო აიურვედის ცოდნის გამოყენებით როგორ არეგულირებთ კვებას და ცხოვრების სტილს სეზონების მიხედვით? ჩვევებს სეზონების მიხედვით ვცვლი. ზაფხულში უმ და ცოცხალ საკვებს ვიღებ, ხოლო ზამთარში — თბილ წვნიანებს და სანელებლებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად იცვლება ჩემი იოგას პრაქტიკაც. ზაფხულში აღდგენითი ხასიათის ვარჯიშებს ვაკეთებ, ხოლო ზამთარში ენერგიულ და გასაძლიერებელ ვარჯიშებს. ეს მიდგომა მთელი წლის განმავლობაში გონების და სხეულის ბალანსში მეხმარებ მათთვის, ვინც იოგასა და აიურვედაში საწყის ნაბიჯებს დგამს, რა არის საუკეთესო გზა ამ ჰოლისტური გზის დასაწყებად და შესამეცნებლად?** დასაწყისისთვის, საუკეთესო გზა პატარა ნაბიჯების გადადგმაა. თავდაპირველად, დღეში ათწუთიანი იოგას ვარჯიში და ერთი აიურვედული ჩვევა საკმარისია. როცა ამ პრაქტიკებს ბუნებრივად მისცემთ განვითარების შესაძლებლობას, ისინი ნელ-ნელა ცხოვრების წესად იქცევიან და ერთმანეთთან ურთიერთკავშირით თქვენში ჰარმონიას შექმნიან.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…