ქართული დამწერლობა
უნიკალური მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობა

ქართული დამწერლობა, ქართული ენის წერითი ფორმის გამოხატულება, ერთ-ერთი უნიკალურია მსოფლიოში თავისი სტრუქტურით, ესთეტიკითა და ისტორიული განვითარების გზით. მსოფლიოს 14 დამოუკიდებელი და თვითმყოფადი დამწერლობიდან ქართული ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი დამწერლობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქვეყნის კულტურის, რელიგიის და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასთან. ქართული დამწერლობა არ არის მიღებული რომელიმე დიდი კულტურული ტრადიციიდან, როგორიცაა მაგალითად, ბერძნული, ლათინური, არაბული თუ სხვა დამოუკიდებელი დამწერლობები. ის თავიდანვე შეიქმნა ქართული ენის ფონეტიკური თავისებურებების შესაბამისად და სწორედ ამიტომაცაა უნიკალური, როგორც ქართული, ისე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისათვის.
ქართული დამწერლობის სამი სახეობა არსებობს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული (თანამედროვე ქართული დამწერლობა). სამივე ერთსა და იმავე ენობრივ სისტემას ემსახურება, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდება გრაფიკული ფორმით და ისტორიით. მათგან უძველესია ასომთავრული, რომელსაც დღემდე ვხვდებით საეკლესიო წარწერებსა და ხატებზე, ის ძვ. წ. IV–V საუკუნეებიდან მკვიდრდება და ახასიათებს სიმარტივე, სიმძაფრე და სიმეტრია. ნუსხური, რომელიც დაახლოებით IX საუკუნიდან გამოჩნდა, უფრო რბილი და ნაკლებად მკვეთრია. ის დიდი ხნის განმავლობაში საეკლესიო ტექსტების წერისთვის გამოიყენებოდა. მხედრული კი დღევანდელი ქართული დამწერლობაა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება. ის X საუკუნიდან იღებს სათავეს და დროთა განმავლობაში ყალიბდება, როგორც წერითი ფორმის ძირითადი სტილი.
დღევანდელი ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება. ყველა ასო ფონეტიკურად ერთმნიშვნელოვანია, რაც



