Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

„შემოდგომის ყვავილებს“ ბიძინა კვერნაძის შემოქმედება

„შემოდგომის ყვავილებს“ ბიძინა კვერნაძის შემოქმედება

ბიძინა კვერნაძის შემოქმედება ქართული მუსიკის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს. მუსიკა, რომელიც სულს ეჩურჩულება და დიდი გრძნობების შესახებ ჰყვება. ამ მელოდიების ხმოვანი განცდები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ბიძინა კვერნაძის მეუღლესთან, პიანისტ ნესტან (ნუგეშა) მესხთან ინტერვიუში არა მხოლოდ დიდ ხელოვანზე, არამედ ადამიანზე ვისაუბრებთ, რომლის ემოციური და სიყვარულით სავსე გრძნობები კომპოზიტორის ოჯახურ ცხოვრებაშიც აისახა.

ჩვენი სურვილია, ბატონი ბიძინა კვერნაძე თქვენი თვალით გავაცნოთ მკითხველს, გაგვიზიარეთ როგორი იყო ის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ღრმა ფესვები, რომლებიც პიროვნების მსოფლმხედ

ველობას, დამოკიდებულებებს, ქცევებს, თვისებებს განსაზღვრავს ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს და აყალიბებს. ბიძინა მორიდებული, რბილი ბუნების, კეთილშობილი ადამიანი იყო, განსაკუთრებული იუმორის გრძნობით და მახვილგონიერებით. გამორჩეულად უყვარდა მეგობრები, მათთან ერთად ყოფნა. მისი ყოველდღიურობა მუსიკის და მეგობრების თანაარსებობის ერთ დიდ ზეიმს წარმოადგენდა. ამავდროულად, ბიძინას მუდმივად თან სდევდა სევდა და დედის ნოსტალგია, რომელიც 5 წლის ასაკში დაკარგა.

რას აფასებდა ბატონი ბიძინა ყველაზე მეტად ადამიანებში? ადამიანებში ყველაზე მეტად გულწრფელობას და კეთილგანწყობას აფასებდა. თავადაც ასეთი იყო. ხარობდა სხვისი სიკეთით და წარმატებით. იმ პერიოდის საქართველოში ყველა სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო იყო, გამორჩეული პროფესიონალებით. ამის მიუხედავად, ქიშპობა არ იყო. ყველა მათგანს სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდ როგორ იქმნებოდა ბიძინა კვერნაძის მუსიკა? გვიამბეთ მისი შემოქმედებითი პროცესის შესახებ. ჰქონდა თუ არა რაიმე რიტუალი ან ჩვევა?** შემოქმედ ადამიანებს განსხვავებული ბუნება აქვთ. თავიანთ თავში არიან ჩაკეტილები, სადაც არავის უშვებენ. მუსიკის შექმნის დროს, ბიძინა ყოველთვის განმარ ტოებას ეძებდა. მეც მუსიკოსი ვარ, და კომპოზიტორის ეს ჩვევა ჩემთვის სრულიად გასაგები იყო. ხმაური მისთვის ხელისშემშლელი იყო. ბიძინას ჩემი მუსიკოსობა ხელს უშლიდა, რადგან ამით კონტროლს გრძნობდა. შემოქმედის ეს მდგომარეობა და დამოკიდებულება მესმოდა. მუსიკა გახლდათ ის უდიდესი ფაქტორი, რომლის ერთნაირი გაგება ერთმანეთთან მჭიდროდ გვაკავშირებდა. რაც შეეხება საინტერესო ჩვევას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, როცა რაღაც გაახსენდებოდა, უცბად მოსული მელოდია, აზრი თუ ტელეფონის ნომერი, ფურცლის პატარა ნაკუწებზე იწერდა, ჯიბეში იდებდა და დიდი ხნით ივიწყებდა. ამის გამო, ჯიბეები ყოველთვის ფურცლის ნაკუწებით ჰქონდა სავსე, რომელიც ბიძინასთვის ძვირფასი იყო. ამის შესახებ მისმა მეგობრებმაც იცოდნენ. უბის წიგნაკების ფორმას და ფორმატს ვერ გუობდა. პერიოდულად, ამ ნაკუწების გადარჩევა და მოგროვება მიწევდა. გამორჩეულად მახსოვს 10 აგვისტო, გია ყანჩელის დაბადების დღე ბორჯომში, როცა გიამ ბიძინას შეკითხვას, თუ რა ეჩუქებინა დაბადების დღეზე, მისი „ნაკუწების“ ჩუქება სთხოვა. ჩვენც პატარა ტომრებში არსებულ „ნაკუწებს“ ბაფთები გავუკეთეთ და ვაჩუქეთ.

მუსიკალური ნამუშევარი, რომელიც ემოციურად ყველაზე ახლოს არის თქვენთან...

მე მიყვარს ბიძინას შემოქმედება და ყველა ნამუშევარი ჩემთვის ძვირფასია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპუსია ოპერა — „იყო მერვესა წელსა“, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მიხედვით, რომლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა გახლდათ. დადგმაც და მუსიკალური მასალაც ორიგინალური და განსხვავებული გახლდათ იმისგან, რაც მანამდე იწერებოდა.

ხშირად ამბობენ, რომ მუსიკოსის შთაგონება გარემო, ადამიანები და გრძნობებია. როგორ ფიქრობთ, რა შთააგონებდა ყველაზე მეტად ბიძინა კვერნაძეს? ბიძინას მუსიკის თანდაყოლილი, ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა. მას მუსიკა შთააგონებდა სულიერი სიღრმე, განცდილი ტკივილი, ნოსტალგია, ბუნების სიმშვიდე, ქართული ფოლკლორი, ტრადიციები, პერსონაჟების ისტორიები, სულიერება და ფილოსოფიური განწყობ როგორ ფიქრობთ რა იქნებოდა დღეს ბიძინა კვერნაძის მთავარი გზავნილი მუსიკოსებისთვის ან უბრალოდ ადამიანებისთვის?** ბიძინასთვის მთავარი შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და საკუთარი სათქმელის გამოხატვა იყო. ვფიქრობ, მისი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ ეს იქნებოდა, რომ მუსიკოსებმა საკუთარი შემოქმედებით სიახლე თქვან და თავიანთი თავი გამოხატონ.

ადამიანები, რომლებთან თანამშრომლობაც ბიძინა კვერნაძეს განსაკუთრებით ახარებდა...

ბიძინას ადამიანები უყვარდა. თანამშრომლობის დროს კი მისთვის საქმის და ადამიანების სიყვარული ერთიანდებოდა. მთელი ცხოვრება ისეთი ადამიანების ირგვლივ გავატარეთ, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულით საზრდოობდნენ. გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარკვეული დროის განმავლობაში ბიძინასთან მეცადინეობდა. გიამ თავის პირველ გამოცემულ სიმფონიას ასე დააწერა: „ბიძინა, ხვიჩა (გია ყანჩელი მას ხვიჩას ეძახდა) ამ სიმფონიას ჯერ შენი სახელი უნდა ეწეროს და აწერია კვერნაძე/ყანჩელი“. ყოველთვის ღელავდა თუ როგორ შესრულდებოდა მისი ნაწარმოები და რა ემოციას დატოვებდა საზოგადოებაში.

კომპოზიცია, რომელიც თქვენი ხედვით მას ყველაზე კარგად აღწერს.

ბიძინა კვერნაძის ხელწერა ყველა ოპუსში ადვილად გამოსაცნობია. ქართულ მუსიკაში საეტაპო მნიშვნელობის მქონეა კომპოზიცია „ცეკვა ფანტაზია“ თავისი ინტონაციური, რიტმული და საორკესტრო პალიტრით, რომელმაც ქართულ მუსიკას იმპრესიონისტული ელფერი შესძინა. ეს ყოველივე მაშინ სიახლე იყო. თავად ბიძინა კვერნაძის შემოქმედება მრავალ ჟანრს მოიცავს მათ შორისაა: საფორტეპიანო მინიატურა, ბალეტი, კინომუსიკა, ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები და მრავალი სხვა.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…