Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

თამამი ხელწერით შექმნილი სამყარო

თამამი ხელწერით შექმნილი სამყარო

როგორ შეიქმნა სამკაულების ბრენდი NeverNoT?

NeverNoT 2019 წელს, ჩვენ, ორმა ქართველმა მეგობარმა დავაარსეთ. წლების განმავლობაში მოდის, დიზაინის და გაყიდვების სფეროში ნაგროვები გამოცდილების გაერთიანება სამკაულის ბრენდის შექმნით გადავწყვიტეთ. გვინდოდა ისეთი სამკაული შეგვექმნა, რომელსაც ჩვენ თვითონ სიამოვნებით ვატარებდით. დღეს, ბრენდის მთავარი ოფისი ლონდონშია, თუმცა ის, როგორც ჩვენ, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. მთავარი შთაგონება მოგზაურობის,თავგადასავლების და ფერების სიყვარულისგან მოდის. ამიტომ, ყოველი კოლექცია ფერადი, დადებითი და ბედნიერებით სავსეა.

ვისთვისაა შექმნილი NeverNoT? ჩვენი გამოცდილებით, NeverNoT-ს ატარებს ადამიანი, რომელსაც თავგადასავლები უყვარს, თავდაჯერებულია, ზუსტად იცის რა უნდა, არ მიჰყვება ტენდენციებს და საკუთარ სტილს თავად ქმნის. ჩვენ სამკაულებს ატარებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები, სხვადასხვა ასაკის და თაობის წარმომადგენლები – Gen Z-დან დაწყებული, უფროსი თაობით დასრულებული. ბრენდს ხშირად ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერებიც ატარებენ. NeverNoT-ის ფილოსოფია always on იმ იდეას ეძღვნება, რომ არც სამკაულმა და არც პიროვნებამ ცხოვრება „ყუთში“ არ უნდა გაატაროს. ჩვენი სამკაულების დიზაინი არა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, არამედ იმისთვის იქმნება, რომ ყოველი დღე განსაკუთრებული გახდე რას ეძებს ადამიანი, როცა NeverNoT-ის სამკაულს ირჩევს?** ჩვენთვის დიზაინის იდეა ყოველთვის ემოციურ კავშირს და ისტორიის შექმნას უკავშირდება. გვსურს, ყოველი ნივთი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდეს. მაგალითად, ჩვენი ბოლო კოლექცია

NeverNoT Travel ზაფხულის მოგზაურობებით, ზღვისპირა ხედებით და ახალი თავგადასავლების მოლოდინით არის შთაგონებული. სწორედ ამ იდეამ წარმოშვა ჩემოდნის ფორმის ყელსაბამები და სხვა დეტალები, რომლებიც მოგზაურობასთან გვაკავშირებს. კოლექცია ოქროს და ძვირფასი ქვებისგან: მალაქიტი, ფირუზი, ლაპისი, ოპალი, ბრილიანტით არის დამზადებული.

პირველად გამოვიყენეთ თეთრი ოქროც, რაც ბრენდისთვის ახალი ეტაპია. ჩვენი წარმოდგენით, Travel ნიშნავს, რომ მოგზაურობა არასდროს სრულდება. ეს იდეა ჩვენი აუდიტორიისთვის ყველაზე ახლო და წარმატებულ ისტორიად მალევე იქცა.

რა ხდის NeverNoT-ის სტილს უნიკალურს? უპირველესად, დიზაინი და ის ფორმები, რომლებიც სპეციალურად ბრენდისთვის შევქმენით. ჩემოდანი მოგზაურობის მთავარი სიმბოლოა, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გამოწვევა ყოველდღიური, ყველასთვის ნაცნობი ნივთი ძვირფას სამკაულად გარდაგვექმნა. შედეგად, სამგანზომილებიანი, დეტალებით დატვირთული ყელსაბამები მივიღეთ. თუ მათ ახლოდან დააკვირდებით, წარწერებს და პატარა ოქროს ბარგის საკიდებსაც კი დაინახავ რა ენერგიას ატარებს NeverNoT-ის სამკაული?** ჩვენი ყველა ნამუშევარი დადებით ენერგიას ატარებს. ბრენდის სამკაულები არა მხოლოდ ლამაზი და ძვირფასია, არამედ სატარებლად კომფორტული და პრაქტიკული. ჩვენი სურვილი იყო, რომ მათ ყოველდღიურობაში ადამიანებისთვის სიხარული, ფერები და დადებითი განწყობა შემოეტანა.

სამი სიტყვა, რომელიც ბრენდს ყველაზე კარგად აღწერს...

თავგადასავლები, ბედნიერება და თავისუფლება.

თავად თუ ატარებთ ბრენდის სამკაულებს? რა თქმა უნდა. ჩვენთვის ეს უკვე ყოველდღიური სტილის ნაწილია. თითოეულს თავისი საყვარელი ნივთი აქვს – ნათიას თვალის ფორმის ბეჭდები და სამაჯურები განსაკუთრებით უყვარს, ნინას კი სხვადასხვა ზომის ჩემოდნები, რომლებსაც ხშირად ატარებს. ეს ნივთები ჩვენს ხელწერად იქცა. გვჯერა, რომ სამკაული მხოლოდ ლამაზი კი არა, ემოციური და მოტივაციის მომცემი უნდა იყო სამკაული ცვლის განწყობას თუ მხოლოდ ირეკლავს მას? ორივე. სამკაული ხშირად კონკრეტული პერიოდის, მოგონებების, ემოციების, ცხოვრების ეტაპების, ადამიანების სიმბოლო ხდება. ის პიროვნების ისტორიას ატარებს და წლების შემდეგაც შეუძლია იმ განცდებში დაგაბრუნოს, რაც მასთან ერთად გამოიარე. ამ თვისებით ის სუნამოს ჰგავს, რომელსაც ასევე შეუძლია წარსულში გამოგზაურო რა გსურთ ადამიანმა იგრძნოს, როცა NeverNoT-ის სამკაულს პირველად დაიჭერს ხელში? სამკაულთან კავშირი. პირველივე წამებიდან უნდა მოუნდეს მისი ტარება და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არ შეინახოს. ჩვენი დიზაინი ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად არის შექმნილ გეგმავთ თუ არა თანამშრომლობას ხელოვნების სფეროსთან?** რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ყოველდრიურობის ნაწილია. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან მუდმივი ურთიერთობა. 2025 წლის დეკემბერში Emily in Paris-ის მეხუთე სეზონზე, Netflix-ზე ჩვენი სამკაულები კვლავ გამოჩნდება, რითიც ძალიან ვამაყობთ. ამასთანავე, რამდენიმე საინტერესო კოლაბორაციას ვგეგმავთ და ახალ ბაზრებზე გავდივართ.

დაასრულეთ წინადადება: NeverNoT ეს მხოლოდ სამკაულია, თუ…

ეს ცხოვრების სტილია.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…