Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე

პირველი აპლოდისმენტები 3 წლის ასაკში ოჯახის წევრებისგან დაიმსახურა, როდესაც სახლში მონოსპექტაკლი დადგა, გავიდა წლები და ახლობლების ტაში უცხო ადამიანების ოვაციებმა ჩაანაცვლა. დღეს ნინო სურგულაძის სახელი მსოფლიო საოპერო სცენებზე ისმის. მეცო სოპრანომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი ბარსელონაში, საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Francisco Viñas-ის ლაურეატი და სამი სპეციალური პრემიის მფლობელი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი პრემია ლა სკალასთან არსებული დახელოვნების აკადემიის ორწლიანი კურსი აღმოჩნდა. ეს კონკურსი ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა ნინო სურგულაძის კარიერაში. აკადემიაში ნინო მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ პედაგოგებთან, როგორებიცაა ლეილა გენჯერი და ლუჩიანა სერა.

ბავშვობიდან, სხვადასხვა დროს თამაშობდა მხატვრულ ფილმებში, მათ შორის არის იტალიური სატელევიზიო ფილმი “Rigoletto a Mantova” და ქართული ფილმები – „მეტიჩარა“, „მარტივი პასიანსი“ და „ვალსი პეჩორაზე“, ასევე, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ნეტფლიქსის სერიალში – The Alienist (პირველი სეზონის, დასკვნითი მეათე ეპიზოდი).

აღსანიშნავია, რომ ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი, რომელსაც წელს ათი წელი შესრულდა და ამ დროის განმავლობაში ათასამდე ოჯახს და 200-მდე მძიმედ დაავადებულ ბავშვს დაეხმარა.

ნინო სურგულაძე „ჯორჯიან ეარვეისის“ მკითხველს საკუთარი ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს უზიარებს.

– ხელოვნება ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი ორგანიზმია, გაიხსენეთ ის მომენტი, როდესაც გსურდათ, მუსიკა თქვენი პროფესიული არჩევანი გამხდარიყო.

– მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში სათანადოდ ვერ აანალიზებ და ვერ ათვითცნობიერებ, რომ ეს შეიძლება გახდეს შენი მომავალი პროფესია, უბრალოდ გრძნობ, რომ შენი ცხოვრების მთავარი მოწოდებაა. ჯერ იყო კინო და პარალელურად ესტრადა, შემდეგ კი შევხვდი პროფესორ გულიკო კარიაულს, რომელმაც შემაყვარა ვოკალური ხელოვნება. გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც

1990-იანების მიწურულს, ბარსელონაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვოკალურ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოვიპოვე და საბოლოოდ დავრწმუნდი ამ ჟანრის მიმართ ჩემს დიდ სიყვარულში. დღემდე დიდი სიყვარულით ვემსახურები ამ პროფესიას და ბედნიერი ვარ ამით.

– რომელ მნიშვნელოვან ეპიზოდებს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან?

– არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, მაგალითად, იყო კონკურსი „GB ოსკარი ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“, რომელიც უდიდესი ასპარეზია საოპერო მომღერლებისთვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ, რომ არა ბარსელონას კონკურსი, ვერ აღმოვჩნდებოდი ლა სკალაში, სადაც შემდეგ წლების განმავლობაში, 150 სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. სწორედ იქ შევხვდი უდიდეს რეჟისორებს და დირიჟორებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ჩემს პროფესიულ ზრდაში. ასევე, ლა სკალაში შევხვდი ჩემს მომავალ მენეჯერს, რომელთან ერთადაც მსოფლიოს ბევრ საოპერო სცენაზე მქონდა გამოსვლები და დღემდე მაქვს.

– რომელია ის როლი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?

– ჩემთვის ყველა როლი ძალიან ძვირფასია, თითოეულ მათგანს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ჯერ მარტო ვმუშაობ როგორც ტექსტობრივად, ისე მუსიკალურად და დრამატულად, შემდეგ დირიჟორთან და რეჟისორთან ერთად გრძელდება ეს პროცესი. ვფიქრობ, ასევე, ძალიან მეხმარება ჩემი ბავშვობის დროინდელი კინოს და სცენის გამოცდილება. ხელოვნების სკოლაში მიუზიკლებში მთავარ როლებს ვთამაშობდი, მარჯანიშვილის თეატრშიც დავდგით სპექტაკლები. მიუზიკლები საზღვარგარეთ, მათ შორის ამერიკაშიც გვქონდა წაღებული. ამ ყველაფრის ერთობლიობა ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა საოპერო ხელოვნება კიდევ უფრო კომპლექსური სფეროა, აქ არ არის საკმარისი მხოლოდ დრამატული მონაცემები და გამოცდილება, არამედ უნდა გქონდეს ხმა, მღეროდე და ფლობდე ვოკალურ ტექნიკას, რომლის შეძენასაც წლები სჭირდება.

რაც შეეხება ჩემს როლებს, ძალიან ბევრი საოპერო ნაწარმოებია შექმნილი, თუმცა არსებობს ჰიტები, მაგალითად, „აიდა“, „კარმენი“, „რომეო და ჯულიეტა“ და სხვა. მე მიზიდავს სახასიათო პერსონაჟები, საინტერესო ფიგურები, რომლებიც ღრმა ხასიათისა და განსაკუთრებული ბედისწერის ადამიანები არიან. ძლიერი ქალბატონები, რომლებიც თავიანთ დრამას გადიან მაყურებელთან ერთად. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი იყო და არის კარმენი და ამნერისი. თითქმის 25 წელია, ამ სფეროში ვარ და რეპერტუარი ძალიან გაიზარდა. არიან მომღერლები, რომლებიც ერთ რეპერტუარს ირჩევენ და შეიძლება მთელი ცხოვრებაში მასში დარჩნენ, მაგალითად, მოცარტი, ან ვერდი, ან თუნდაც ვაგნერი. ასევე არიან მომღერლები, რომლებიც რამდენიმე პარტიას ირჩევენ და მთელი ცხოვრება ამ პარტიას მღერიან სხვადასხვა დადგმებს და თეატრებში, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ყველაფერი დაიწყო მოცარტით, შემდეგ იყო ვერდი, ბელინი, ახლა უკვე ჩეხურ რეპერტუარსაც ვმღერი და ასევე, თანამედროვე საოპერო მუსიკას. მიზნად მაქვს დასახული ვაგნერის შესრულებაც. როგორც აღვნიშნე, განვითარების გზა ძალიან ინდივიდუალურია, არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც იწყებენ პირდაპირ ვაგნერით, მაგრამ ის, ვინც იწყებს ამ რეპერტუარით, შემდეგ ვეღარ იმღერებს ბელკანტოს.

– გაიხსენეთ საუკეთესო პროფესიული რჩევა, რომელიც მიგიღიათ და სულ გახსოვთ?

– მახსოვს ძალიან კარგი მრჩევლები მყავდა, მაესტრო რიკარდო მუტი, რომელსაც ჩემს, როგორც შემოქმედის ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ის მეუბნებოდა, რომ დიდი მომღერლები იწყებდნენ მოცარტით და შემდგომ ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ გადადიოდნენ სხვა

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…