Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით მივიდა.

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველია, რომელმაც ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მას UFC-ში ზედიზედ 11 ბრძოლა აქვს მოგებული. მისი რეკორდი 18 გამარჯვებას და 4 მარცხს ითვლის. „ქართველი მანქანის“ – მერაბ დვალიშვილის გამარჯვებამ ქვეყანას მეორე ჩემპიონი აჩუქა. „ჩემი ცხოვრება ბრძოლაა ოცნებებისთვის!“ – ეს ქართველი სპორტსმენის სიტყვებია, რომლის გამარჯვებისაკენ მიმართულმა მუშტმა მთელი საქართველო გაახარა და გაამთლიანა. სპეციალურად ამ დღისთვის, გულშემატკივრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შესაქმნელად, ბრძოლა ფილარმონიის გარე ეკრანზე აჩვენეს. საჯარო ჩვენების მოწყობამ ქომაგები ერთ მუშტად შეკრა. ისინი საყვარელ მებრძოლს, თანამოაზრეებთან ერთად, შორიდან ამხნევებდნენ, შემდგომ კი გამარჯვების სიხარულს ერთმანეთს უზიარებდნენ.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

Tbilisoba is a Celebration of Brotherhood and Friendship, where Brothers Reunite and Friends Express Their Love for One Another
კულტურა

Tbilisoba is a Celebration of Brotherhood and Friendship, where Brothers Reunite and Friends Express Their Love for One Another

ადამიანებს შეხვდებით, ასევე, მტკვარზე ტივით, თუ ქუჩებში ფაეტონით მოსეირნეებს. იწვება მწვადი, საწნახელში იწურება ყურძენი, არც სადღეგრძელოების თქმას ერიდებიან. მარტივად რომ ვთქვათ,