Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ქართული კულინარია

ქართული კულინარია

საქართველოს გასტრონომიულ სამოთხეს უწოდებენ. სამოთხე არა მხოლოდ სიგემრიელის და საკვები ღირებულების გამო შეარქვეს, არამედ ქვეყანამ ეს სტატუსი კერძების მრავალფეროვნებისთვისაც დაიმსახურა.

საქართველო, რომელიც ღვინის სამშობლოდ იწოდება, გასაკვირი არაა, რომ ღვინოსთან მისაყოლებელზეც განსაკუთრებულად ზრუნავდა. შესაბამისად, ქართული პურეული კულტურების შესახებაც იგივე შეიძლება ითქვას. საქართველოს ტერიტორია მარცვლეული კულტურების სრულიად დამოუკიდებელ, გენეტიკურ ცენტრადაა მიჩნეული.

ქართულ კულინარიას ერთი გამორჩეული კერძი არ აქვს. ისეთივე მრავალფეროვანია მისი გასტრონომია, როგორც საქართველო თავისი კუთხეებით. დასავლეთში იმერული ხაჭაპური, აჭარული და მეგრული ხაჭაპური იციან. სამეგრელოში ამოყვანილი სულგუნით ცხელ ღომს მოგართმევენ. გებჟალიას და ხარჩოსაც იქვე მოაყოლებენ. შქმერული – ქათამი ნიორწყალში, ლობიანი და ლორი რაჭაში იციან.

ქართული კულინარიის უდიდესი მონაპოვარია ჩაქაფული, ჩანახი და ის ცხელი კერძები, სადაც ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, კლიმატი და ხასიათი ერთნაირად არის გადმოცემული.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სულ სხვა ვითარება გვხვდება, რადგან ფშავში, თუშეთსა და ხევსურეთში ვხვდებით სრულიად უნიკალურ პროდუქტს, როგორიცაა ცხვრის გუდის ყველი, დამბალხაჭო და მისი უდიდებულესობა – ხინკალი! ლუდის ხარშვის ტრადიცია აქედან მოდის. სვანეთში კუბდარს მოგართმევენ.

აღმოსავლეთ საქართველოში არის შედარებით ახალი, მოდერნიზებული კერძებიც, სხვადასხვანაირია მწვადი, ჩახრაკულები, ბუღლამა და ა.შ. ასევე, უძველესი შეჭამანდები, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალეული და სხვა. მესხურ სამზარეულოში ყველაზე პოპულარული თათარბერაგი და ქადაა.

ქართული სამზარეულოს მთავარი ნიშანი, პირველ რიგში, ორიგინალური პროდუქტია. ხშირად, ორიგინალური მომზადების წესიც და რაც მთავარია, საკმაზები. ამ მხრივ დასავლეთ საქართველოს ბადალი არ ჰყავს. ეს მრავალფეროვანი საკმაზები, აღმოსავლეთ საქართველოში ზეთით, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძმრით დაწყებული, ნაირნაირი ეგზოტიკური სანელებლებით გაგრძელებული და ნიგვზით დასრულებული, ქმნის ქართული კულინარიის უნიკალურობას. ამ მიმართულებით ქართველებმა განსაკუთრებული სიტყვა თქვეს.

გაზაფხულზე, როცა ბაღ-ბოსტნები, ტყეები და მინდვრები სიმწვანით შეიმოსება, სამზარეულოებში გაჩნდება მინდვრის ფხალი – ჭინჭარი, ნაცარქათამა, დანდური, ონჭო, კეჟერა, ღანძილი, ეკალა.

ზაფხულს მოჰყვება გამორჩეულად გემრიელი ბოსტნეული და ხილი, ახალი ბადრიჯანი ნიგვზით ქართული სუფრის მშვენებაა და ის წლის ყველა სეზონზე მზადდება. ზაფხულის ბოლოდან ვერ ნახავ ოჯახს, სადაც ზამთრისათვის საწებლები არ მზადდებოდეს – ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…