Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში

საქართველოში შობა-ახალ წელს ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება და დღესაც ყველა ოჯახი გულმოდგინედ იცავს – მეკვლეობაა. მეკვლეობა სათავეს სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან იღებს. ეკლესია მეკვლის ტრადიციას ქრისტეს შობას უკავშირებს. მეკვლე სიმბოლოა ქრისტეს შობის მახარობლობისა – როდესაც მაცხოვარი იშვა, მწყემსები გავიდნენ და მისი დაბადების შესახებ ქვეყნიერებას ამცნეს. თავისთავად მეკვლეობაც მახარობლობას ნიშნავს. მეკვლე პირველია, ვინც ახალი წლის ღამეს ან განთიადისას ხილით, ტკბილეულით და ღვინით სავსე ლანგრით ხელში ოჯახს სტუმრობს, დღესასწაულს ულოცავს, ბედნიერ წელს, კეთილდღეობას, ბარაქას, წარმატებას უსურვებს და ოჯახის წევრების გულებს კეთილი სურვილებით ახარებს.

თავად მეკვლეობის რიტუალი, ახალი წლის დადგომის შემდეგ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს. ძველად, საქართველოში მეკვლეს

კიდევ წაიკითხეთ

გოზინაყი – ასე ტკბილად დამიბერდი
გასტრონომია

გოზინაყი – ასე ტკბილად დამიბერდი

ტრადიციული ქართული ნუგბარის ისტორია, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც მიირთმევდნენ, საუკუნეებს ითვლის. მრავალფეროვანი და საინტერესო გემოებით გაჯერებული ტკბილეულის ზოგიერთ სახეობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული და ქართულ გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

თბილისის ნაძვის ხე
კულტურა

თბილისის ნაძვის ხე

თბილისი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ახალი წლის განწყობას ერთიორად ამძაფრებს ქალაქში დამონტაჟებული დეკორაციები. არ აქვს მნიშვნელობა ცენტრალურ უბანში მოხვდებით თუ არა, ყოველწლიურად თბილისის თითოეული ქუჩა განსაკუთრებულად ირთვება. თუმცა ქვეყნის მთავარი –…