Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

რატომ დაფრინავენ სამგზავრო თვითმფრინავები კონკრეტულ სიმაღლეზე?

რატომ დაფრინავენ სამგზავრო თვითმფრინავები კონკრეტულ სიმაღლეზე?

სამგზავრო თვითმფრინავები, როგორც წესი, დაახლოებით 9–12 კილომეტრის (30,000–40,000 ფუტის) სიმაღლეზე დაფრინავენ. ეს შემთხვევით შერჩეული დიაპაზონი არ არის. ფრენის სიმაღლე განისაზღვრება თვითმფრინავის წონის, ფრენის ხანგრძლივობის, ამინდის, საჰაერო მოძრაობისა და სხვა ოპერაციული პირობების გათვალისწინებით.

რაც უფრო მაღლა ადის თვითმფრინავი, ჰაერი ნაკლებად მკვრივია.

ნაკლებად მკვრივ ჰაერში თვითმფრინავი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ხვდება, რაც საკრუიზო ფრენისას საწვავის უფრო ეფექტურად გამოყენებას უწყობს ხელს. თუმცა ძალიან მაღლა ფრენასაც აქვს თავისი შეზღუდვები: ძრავების მუშაობა, ფრთის მიერ წარმოქმნილი ამწევი ძალა და თვითმფრინავის მაქსიმალური ოპერაციული სიმაღლე გასათვალისწინებელია.

ოპტიმალური სიმაღლე ფრენის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

რეისის დასაწყისში თვითმფრინავი საწვავის გამო უფრო მძიმეა. ფრენისას საწვავი იხარჯება, თვითმფრინავი მსუბუქდება და გარკვეულ პირობებში უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლა უფრო ეფექტური ხდება.

ამას Step Climb ეწოდება – თვითმფრინავი ფრენის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის უფრო მაღალ საკრუიზო დონეებზე.

ასე რომ, თვითმფრინავის სიმაღლე შემთხვევით შერჩეული არ არის, ის ფრენის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და საჰაერო მოძრაობის მოთხოვნების გათვალისწინებით განისაზღვრება.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.