წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ახტალის ტალახი

საქართველო თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებითა და სამკურნალო კურორტებით გამორჩეული ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე მრავალი მინერალური წყარო და სამკურნალო ტალახია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მათ შორის განსაკუთრებულად ცნობილია წყალტუბოს მინერალური წყლები და კახეთში მდებარე ახტალის ტალახი.
წყალტუბო საქართველოში,ქუთაისთან ახლოს მდებარე ბალნეოლოგიური კურორტია. მისი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა თბილი, რადონული მინერალური წყაროები, რომელთა სამკურნალო თვისებები დიდი ხანია არის ცნობილი. წყალტუბოს წყლები მიწის სიღრმიდან ბუნებრივად თბილი სახით ამოდის. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 33-35 გრადუსის ფარგლებშია,რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანებისა და სხვა ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის.
წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს „უკვდავების წყარო“.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას, აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, რითაც წყალი ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს,ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.
კურორტ წყალტუბოს ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს რადონული მინერალური წყალი იგი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობა არ არის აგრესიული, შესაბამისად დამსვენებელთა მკურნალობის ასაკიც შეუზღუდავია (4 წლიდან ხანდაზმულების ჩათვლით).
წყალტუბოს მინერალურ რადონული წყალი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალიდ:
ძვალ-სახსრთა (საყრდენ-მამოძრავებელი) სისტემის დაავადებების ოსტეოქონდროზი, ართროზი, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების: პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინული, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
წყალტუბო წარმოადგენს არა სეზონურ კურორტს და ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.
კურორტზე აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი გამოიყენება სპალეოთერაპიაში, ჰიპერტონული დაავადებების, ბრონქული ასთმისა და ნევროზის სამკურნალოდ.
წყალტუბო მხოლოდ სამკურნალო კურორტი არ არის, მისი ბუნება ზომიერი კლიმატი, მწვანე პარკები და ისტორიული სანატორიუმები ქალაქს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
ახტალა მდებარეობს კახეთში,გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო ფსევდოვულკანური ტალახით. აქ არსებული ტალახის საბადო ბუნებრივად წარმოიქმნება და მას ბალნეოლოგიური მკურნალობისთვის იყენებენ.
ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი. ისტორიულ წყაროებში ახტალა მოხსენიებულია ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებში.მოგვიანებით მის შესახებ წერდნენ ისტორიკოსები და ექიმებიც. XIX საუკუნეში ტალახის შესწავლას განსაკუთ რებული ყურადღება მიექცა.
ახტალის ტალახის სამკურნალო მოქმედების მეცნიერული შესწავლა XX საუკუნეში განვითარდა.ტალახი სამკურნალო პროცედურებში სხვადასხვა ფორმით გამოიყენება: აპლიკაციების, აბაზანებისა და სპეციალური ტამპონების სახით. მკურნალობის მეთოდი და პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
საქართველოს ოფიციალურ საკურორტო ნუსხაში ახტალა ტალახით სამკურნალო კურორტადაა მითითებული, მისი პროფილია ართროლოგიური, გინეკოლოგიური და ნევროლოგიური მიმართულებები.ახტალას ახასიათებს ზომიერად კონტინენტური ჰავა, თბილი ზაფხული და შედარებით რბილი ზამთარი.ალაზნის ველისა და გომბორის ქედის სიახლოვე კურორტს განსაკუთრებულ ბუნებრივ გარემოს უქმნის.
ახტალა საკურორტო მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი განსაკუთრებული სამკურნალო ტალახი, მრავალწლიანი ისტორია და კახეთის ბუნებრივი გარემო ამ ადგილს არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანს ხდის.
წყალტუბოს მინერალური წყლები და ახტალის სამკურნალო ტალახი საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სამკურნალო რესურსებია ორივე კურორტს თავისი ბუნებრივი მახასიათებლები და ისტორია აქვს. ისინი საქართველოს საკურორტო ტურიზმისა და ბალნეოლოგიური კულტურის ნაწილია და მათი განვითარება მომავალშიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.





