არტინსენტი
ნიშ პარფიუმერიისა და თავის მოვლის გამორჩეული სივრცე

ArtinScent ნიშ პარფიუმერიისა და ექსკლუზიური სილამაზის სამყაროა, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ პარფიუმერულ, კანის მოვლისა და მაკიაჟის ბრენდებს აერთიანებს. საგულდაგულოდ შერჩეულს მათთვის, ვინც განსაკუთრებულსა და საკუთარ ინდივიდუალობასთან ახლოს მყოფს ეძებს.
Artinsent-ის სივრცის ინტერიერი, ფლორენციულმა დიზაინის სტუდია AREA 17-მა შექმნა. არქიტექტურა, განათება და გულდასმით გააზრებული სადემონსტრაციო სივრცეები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც სტუმრებს აუჩქარებელი აღმოჩენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც ნიშ პარფიუმერიის ექსპერტი და კურატორი, ArtinScent სტუმრებს გამორჩეულ პარფიუმერულ სახლებს, მათ ისტორიებსა და ქმნილებებს აცნობს. სერტიფიცირებული პარფიუმერიის კონსულტანტების დახმარებით, ეს გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის პერსონალიზებულ სახეს იღებს. სპეციალურად შექმნილი სივრცე კი, მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის სურნელთან, ყავასა თუ შამპანურთან ერთად.
თბილისსა და ბათუმში, ArtinScent გიწვევთ, გაეცნოთ ამ გასაოცარ კოლექციებს და აღმოაჩინოთ ის, რაც ყველაზე მეტად გამოხატავს თქვენს ინდივიდუალობას.



