Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

გაზაფხულის შაბათ-კვირის მიმართულებები „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად

გაზაფხულის შაბათ-კვირის მიმართულებები „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად

გაზაფხული საუკეთესო დროა მოკლე მოგზაურობისთვის. მზიანი ქალაქები, ყვავილები და ღია კაფეები იდეალურ ატმოსფეროს ქმნის შაბათ-კვირის დასვენებისთვის.

შეარჩიეთ მიმართულება, ჩაალაგეთ ბარგი და გაატარეთ დაუვიწყარი შაბათ-კვირა ევროპაში! “ჯორჯიან ეარვეისის” პირდაპირი ფრენები ევროპული მიმართულებებით და მგზავრებზე მორგებული განრიგი გაძლევთ შესაძლებლობას, დაგეგმოთ გაზაფხულის იდეალური მოგზაურობა.

ᲞᲐᲠᲘᲖᲘ: ᲞᲐᲠᲐᲡᲙᲔᲕᲘ – ᲙᲕᲘᲠᲐ

“ჯორჯიან ეარვეისის” პირდაპირი რეისით პარასკევს შეგიძლიათ გადაფრინდეთ სიყვარულის ქალაქში, საღამო გაატაროთ ეიფელის კოშკთან, შაბათი მიუძღვნათ პარიზის მყუდრო კაფეებსა და მუზეუმებს, ხოლო კვირას ფრანგული კრუასანით ისაუზმოთ და საღამოს თბილისში დაბრუნდეთ.

იდეალურია, თუ გსურთ: რომანტიული დასვენება, ხელოვნება და ფრანგული გემოები.

ᲛᲘᲚᲐᲜᲘ: ᲞᲐᲠᲐᲡᲙᲔᲕᲘ – ᲙᲕᲘᲠᲐ

შაბათ-კვირა მილანში იდეალურია შოპინგის მოყვარულებისთვის! შეიგრძენით ქალაქის ენერგია დუომოს მოედანზე, დააგემოვნეთ იტალიური სამზარეულო და ეწვიეთ ცნობილ ბუტიკებსა და აუთლეტებს. იდეალურია, თუ გსურთ: ელეგანტურობა, სტილი და შოპინგი.

ᲠᲝᲛᲘ: ᲨᲐᲑᲐᲗᲘ – ᲝᲠᲨᲐᲑᲐᲗᲘ რომში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს!

კოლიზეუმი, ტრევის შადრევანი, ვატიკანი და ნამდვილი იტალიური ჯელატო - ორი დღეც საკმარისია, რომი თავდავიწყებით რომ შეგიყვარდეს!

იდეალურია, თუ გსურთ: ისტორიული მოგზაურობა, იტალიური სამზარეული და მარადიული ქალაქის ხიბლი.

ᲐᲛᲡᲢᲔᲠᲓᲐᲛᲘ: ᲨᲐᲑᲐᲗᲘ – ᲝᲠᲨᲐᲑᲐᲗᲘ გაზაფხულზე ნიდერლანდების დედაქალაქი განსაკუთრებით მომხიბვლველია. სწორედ ამ პერიოდში ამსტერდამში ტარდება ცნობილი Tulip Festival Amsterdam, როდესაც ქალაქი და მისი შემოგარენი ფერადი ტიტებით ივსება და გაზაფხულის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. იდეალურია, თუ გსურთ: ცოცხალი ენერგია, გაზაფხულის ფერები და ახალი შთაბეჭდილებები.

ᲜᲘᲪᲐ: ᲨᲐᲑᲐᲗᲘ – ᲝᲠᲨᲐᲑᲐᲗᲘ

კოტ დ’აზური ყოველთვის კარგი იდეაა! ნიცა საუკეთესო არჩევანია შაბათ-კვირისთვის მათთვის, ვისაც ზღვისპირა ფრანგული სიმშვიდე სურს. იდეალურია, თუ გსურთ: მზე, ზღვა და ელეგანტური დასვენება.

ᲕᲔᲜᲐ: ᲮᲣᲗᲨᲐᲑᲐᲗᲘ - ᲙᲕᲘᲠᲐ კლასიკური მუსიკა, გოთიკური არქიტექტურა და საუკე თესო დესერტები - შაბათ-კვირისთვის იდეალური გეგ მაა! ვენა გაზაფხულზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დახვეწილია. იდეალურია, თუ გსურთ: ისტორიული ქა ლაქი, არქიტექტურა და კლასიკური ევროპული შარმი.

“ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრე ბით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

ᲨᲔᲐᲠᲩᲘᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐ ᲨᲐᲑᲐᲗ-ᲙᲕᲘᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ!

ᲚᲐᲠᲜᲐᲙᲐᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲘ ᲠᲔᲘᲡᲔᲑᲘ

მზიანი დღეები, ხმელთაშუა ზღვის სითბო და ხანმოკლე პირდაპირი ფრენა თბილისიდან - საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მშვიდი, თბილი, ზღვისპირა დასვენება. იდეალურია, თუ გინდა: მზე, ზღვა და სრული განტვირთვა.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…