Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

ქართველი ფიგურისტების ისტორიული წარმატება

ქართველი ფიგურისტების ისტორიული წარმატება

ყინულზე დახატული ისტორიები ხშირად სიტყვებზე მეტს ამბობს. ბოლო წლებში, ქართული ფიგურული სრიალი ევროპის და მსოფლიოს ასპარეზზე დიდ წარმატებებს აღწევს, რომელთა შესახებ ამ სტატიაში გიამბობთ.

2026 წლის მილან-კორტინას ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წყვილთა შორის, ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზამთრის სახეობებში პირველი ოლიმპიური მედალია. ქართველმა სპორტსმენებმა ორ პროგრამაში 221.75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ეს გამარჯვება ქართულ ფიგურულ სრიალში ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი და ისტორიული შედეგია.

სპორტულმა წყვილმა საქართველოს სახელი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზეც ასახელა. 17 ქვეყნის 21 სპორტულ წყვილს შორის, საქართველოს წარმომადგენლებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილის სახელს უკავშირდება ევროპის ჩემპიონატში ისტორიული გამარჯვება და ოქროს მედლის აღებაც.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ფიგურულ ციგურაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სპორტულ წყვილთა კატეგორიაში, მათ საქართველოს სახელით, იასპარეზეს. წყვილმა მოკლე პროგრამის წარდგენის შედეგად, პირველი ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო მათი გამოსვლა თავისუფალ პროგრამაშიც. მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილს 75,96 ქულა ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში მათ 139, 8 ქულა მოიპოვეს, 73,76 ქულით შეფასდა მათი ტექნიკური ელემენტები, 67,04-ით პრეზენტაცია, საბოლოო ჯამში კი მათ 215, 76 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ გერმანელ წყვილს თითქმის 12 ქულით გაუსწრეს.

აღსანიშნავია რომ, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილის მიღწევების სიხარულს ნიკა ეგაძის წარმატებაც აძლიერებს. ისტორიაში პირველად, ფიგურისტი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე კაცთა შორის, ერთეულთა თანრიგში, მოკლე პროგრამის გამარჯვებული და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონატზე 23 ქვეყნის, 29 სპორცმენი ასპარეზობდა.

ნიკა ეგაძე 91,28 ქულით შეფასდა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს 9 ქულით გაუსწრო, რაც განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულო ფაქტია. ორი ოთხმაგი ნახტომი, ურთულესი ტექნიკური ელემენტები და საოცარი კომპოზიცია ამ შესრულებით წარსდგა სპორცმენი ევროპის ჩემპიონატზე.

ეს მოვლენები ის სიხარულია, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს. ამ ისტორიებში ყველაზე ღირებული შედეგის გარდა ის გზაა, რომელიც ამ წარმატებამდე მიდის: ყოველდღიური შრომა, სირთულეების გადალახვა და წინსვლის სურვილი, რითიც ქართული ფიგურული სრიალის მომავალი შენდება.

რაც შეეხება გამარჯვებებს, ისინი ახალი სტიმულია როგორც სპორტსმენებისთვის, ისე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა ყინულზე პირველ ნაბიჯებს დგამენ.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…