Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი

სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი

სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება უბრალოდ ჩვევა არ არის, ეს ყოველდღიური ბრძოლაა, რომელიც ხშირად ადამიანს ძალას, იმედს და საკუთარ თავსაც კი აკარგვინებს. სარეაბილიტაციო ცენტრი კი ის სივრცეა, სადაც ამ ბრძოლაში მყოფ ადამიანებს უსმენენ, გვერდში უდგანან და ცხოვრების თავიდან დაწყებაში ეხმარებიან.

საქართველოში, მცხეთაში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი „ელიზიუმი“ თანამედროვე, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ნარკომანიით, ალკოჰოლიზმითა და ლუდომანიით დამოკიდებულ პაციენტებს სრულ რეაბილიტაციის პროგრამას სთავაზობს. ცენტრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის 32 პალატისგან შედგება და ერთდროულად 64 პაციენტს იტევს. „ელიზიუმის“ მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ მკურნალობის პროცესში ჩანაცვლებით თერაპიას არ იყენებს და მძიმე ნარკოტიკს მსუბუქით არ ცვლის.

მკურნალობის პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობს: დეტოქსი, რეაბილიტაცია და პოსტ-რეაბილიტაცია. დეტოქსის ეტაპი დაახლოებით 3 კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება და ამ დროს პაციენტებს აღკვეთის მდგომარეობის მართვაში ეხმარებიან. ამის შემდეგ იწყება რეაბილიტაციის ეტაპი, სადაც მთავარი ყურადღება მენტალურ ჯანმრთელობაზეა – პაციენტები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ პროვოცირებელ ფაქტორებს და როგორ გააგრძელონ ცხოვრება ცენტრის დატოვების შემდეგ.

პოსტ-რეაბილიტაციის პროგრამა კი უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს კვლავ შეინარჩუნონ კავშირი ცენტრთან, დაესწრონ თერაპიებს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ მათ, ვინც ამ გზას ახლა გადის.

თითოეული პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება. პროცესში ჩართულია ნარკოლოგების, ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, რეანიმატოლოგების და ადიქტოლოგების გუნდი. სამედიცინო მკურნალობის პარალელურად პაციენტებს სთავაზობენ სხვადასხვა ფიზიკურ და თერაპიულ აქტივობას – იოგას, ვარჯიშს, ცურვას, არტ-თერაპიას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესიებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი შედარებით ახალია, „ელიზიუმმა“ უკვე ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეძლო. სამომავლოდ კი გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რათა ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან მიაწოდოს სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს დამოკიდებულებების პრევენციას.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…