სასტუმრო „ლილატ“ სვანეთში

ოთხსართულიანი შენობა განსაკუთრებულ ლანდშაფტზე მდებარეობს, საიდანაც დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ უშბას მწვერვალის, ნაძვის ტყისა და ქალაქის საუკეთესო პანორამული ხედების ცქერით.
სასტუმრო 52 ნომრიანია. შიდა ინტერიერი სინთეზში ასახავს, როგორც თანამედროვე, ისე ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ ისტორიულ ელემენტებს.
სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი ტრადიციული სამზარეულოთი, ასევე, საკონფერენციო დარბაზი, ხოლო მეოთხე სართულზე, რომელიც ვერანდული ტიპის სივრცეა – ბარი საბილიარდოთი.


