ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.
24 წლის თორნიკე ნადიბაიძე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ყველაზე ახალგაზრდა პილოტია. ერთ წელზე მეტია, მეორე მფრინავის პოზიციაზე მუშაობს და 1200 საათზე მეტი აქვს ნაფრენი. ექიმის ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან იცოდა, რომ თავადაც ექიმი უნდა გამხდარიყო, თუმცა, ერთმა ფრენამ მისი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა.
„მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა პირველად ვიფრინე პატარა თვითმფრინავით – ეს იყო ტურისტული ფრენა ნატახტარში. სწორედ ამ დღეს,


