Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

პეტრე ოცხელი ნოვატორი ოსტატი

პეტრე ოცხელი ნოვატორი ოსტატი

პეტრე ოცხელი ქართველი სცენოგრაფია, რომელიც 1907 წელს, ქუთაისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ის 1920-30-იანი წლების ქართული თეატრისა და კინოს ნამდვილი ვარსკვლავია და ზოგადად, ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული ფიგურა, მისი ესკიზები მხოლოდ ლოკალური აზროვნებით არ შემოიფარგლება. მსოფლიო ავანგარდული ხელოვნების ტენდენციები, სტილი და კომპოზიციის აგების უნარი სრულიად ბუნებრივად ჩნდება პეტრე ოცხელის ხელწერაში. ის თავისსავე პერსონაჟებს გავს და ნამდვილი სუპერ გმირია.

ქართულ სათეატრო მხატვრობას საფუძველი 1922 წელს დაედო, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში სახელგანთქმული რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, საქართველოს დაუბრუნდა და ქართული თეატრის მოდერნიზებას შეუდგა. სანამ მარჯანიშვილი ოცი წლის პეტრე ოცხელს მიიწვევდა თეატრში, ქართული სცენოგრაფიის სკოლა უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი მოვლენა. პეტრე ოცხელმა, მიუხედავად მისი ასაკისა, ამ არენაზე გამოჩენისთანავე პროფესიონალთა გვერდით დაიმკვიდრა ადგილი და თავისი ხელწერით გაამდიდრა არა მხოლოდ სცენა, არამედ ზოგადად ქართული ხელოვნება. სულ რაღაც ორ წელიწადში, როდესაც მან კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ გააფორმა, ცხადი გახდა, რომ ოცდაორი წლის პეტრე ოცხელი უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა.

ოცხელი ქმნიდა პირობით მოცულობით დეკორაციებს და სკულპტურულ კოსტიუმებს. ოცხელის მიერ შექმნილ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობის ფიგურა არ იყო მხოლოდ დეკორაცია, ის ატარებდა ხასიათს, თითქოს მსახიობსაც აძლევდა იმპულსს მოძრაობის, თამაშის. კარნახობდა როგორ უნდა გარდაქმნილიყო. ყოველთვის იყო დრამატურგიის ნაწილი და ყველა კოსტიუმი ქმნიდა ეპოქის, ხასიათისა და განწყობების შთაბეჭდილებებს.

1927 წლიდან მის ტრაგიკულ აღსასრულამდე, 1937 წლამდე, როდესაც ის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა თეატრში ოცხელმა მრავალი სპექტაკლი გააფორმა. როდესაც ყველა შემოქმედებით დარგში სოციალისტური რეალიზმი დაკანონდა (1932), მან არ, ან უფრო სწორად, ვერ შეძლო ეღალატა თავისი ხელწერისთვის და ამავე დროს დაკანონებული სტილი საკუთარ შემოქმედებით გამოწვევად აქცია. ამით მან ფორმათა უტრირების განსაკუთრებულ ხერხებს მიაგნო. ამ გზით, ის რეალობასთან ახლოს მდგომ გამოსახულებებს ახალ მხატვრულ დატვირთვას სძენდა და სცენოგრაფიულად გარდასახავდა. ოცხელის მხატვრული ენა ძალზე მკაფიოა და ლაკონური. ამიტომ, მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები შთაბეჭდილებას ახდენს პროფესიონალზეც და დილეტენტზეც.

პეტრე ოცხელის შემოქმედებამ მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის სახე და დღემდე ახდენს მასზე გავლენას. მის მიერ არასრული ათი წლის განმავლობაში შექმნილი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ოცდათერთმეტ სპექტაკლის სცენოგრაფიას, გრაფიკულ ჩანახატებს, რამდენიმე ფერწერულ ნამუშევარსა და ლეო ესაკიას ფილმ „მფრინავი მღებავისთვის“ შესრულებულ დეკორაციებსა და კოსტიუმის ესკიზებს მოიცავს. ის ასევე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის ნაწილია.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…