Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

New Trend Department Store Your Shopping Destination in Tbilisi

New Trend Department Store Your Shopping Destination in Tbilisi

New Trend Department Store – საქართველოში პირველი 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, განსხვავებული კონცეფციის საშოპინგე სივრცეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხალხმრავალ, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 46 ნომერში მდებარეობს. მაღაზია მომხმარებლებს შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას და მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ქალისა და მამაკაცის უახლეს კოლექციებს სთავაზობს.

New Trend-ის სივრცე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ფეხი აუწყონ როგორც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებს, ასევე სახლის ინტერიერსა და სასაჩუქრედ განკუთვნილი ნივთების მიმართულებებსაც. ცნობილი ბრენდების შთამბეჭდავ ჩამონათვალთან ერთად, როგორებიცაა: MUGLER, MM6 MAISON MARGIELA, MARNI, MARINE SERRE, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG, AMI PARIS, COPERNI, JW ANDERSON, MSGM, SPORTMAX, VIVETTA, ERIKA CAVALLINI, ELEVENTY, JACOB COHEN, C.P COMPANY, CORNELIANI, CANALI, DORIANI, HERNO, POLSPOTTEN, ASSOULINE. სივრცეში პარიზის, მილანის, ლონდონის და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე ახლად გამოჩენილი დიზაინერების უახლესი კოლექციების შერჩევასაც შეძლებთ.

მაღაზიაში განთავსებული კოლექცია და თითოეული დეტალი განსხვავებულობას, ინდივიდუალიზმს, შემოქმედებითობას უსვამს ხაზს და მომხმარებლებშიც ამ განწყობას აღვიძებს.

ამიტომაც, თუ თბილისში საუკეთესო შოპინგ გამოცდილებას ეძებთ – აუცილებლად ეწვიეთ NEW TREND DEPARTMENT STORE-ს.

ამიტომ, თუ თბილისში შოპინგს გადაწყვეტთ – NEW TREND საუკეთესო არჩევანია.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…