ზაფხულის კურორტები საქართველოს გარშემო

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა, რომელიც ოთხივე სეზონზე, როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებლებს მრავალფეროვანი, საინტერესო ადგილების აღმოჩენის, ახალი შთაბეჭდილებების და განსხვავებული დასვენების გამოცდილებას სთავაზობს.
ზაფხულის დადგომამდე დღეების ათვლა უკვე დაწყებულია. სეზონს, რომელსაც ყველა ადამიანი განსაკუთრებით ელოდება, განუმეორებელს და დაუვიწყარს მეტწილად, სწორად შერჩეული დასასვენებელი კურორტი განსაზღვრავს. საქართველო მდიდარია საზაფხულო კურორტების მრავალფეროვნებით, რომელიც ყველა ინტერესის და სურვილის დამსვენებლების მოთხოვნილებებს თანაბრად აკმაყოფილებს.


