სამოსელი პირველი

ალბათ, არ არსებობს სფერო, სადაც ქართულს თავისი უნიკალური ნიშა არ გააჩნია. ქართული სუფრა, ცეკვა, მუსიკა, მოდა – ყველაფერი ეს მსოფლიო ასპარეზზე თავის ღირსეულ სიტყვას თამამად ამბობს. ასეთივე უნიკალურია ქართული სამოსიც. ეროვნული სამოსი, რომელიც თავისი სტილით, ფორმით, თარგითა და ფერებით განსაკუთრებულია. საქართველოში ნაციონალური სამოსის მთავარი გულშემატკივარი კი „სამოსელი პირველია“. ადგილი, სადაც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელშესახები ხდება. კომპანიის შექმნის იდეა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის. „სამოსელი პირველის“ ბირთვს პროფესიონალი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც უკვე 15 წელზე მეტია ხარისხიან პროდუქციას ქმნიან.
„სამოსელი პირველის“ დირექტორი – ანა ნინუა
როგორია „სამოსელი პირველის“ ისტორია? კომპანია „სამოსელი პირველი“ 2008 წელს დაარსდა. ქართული ტრადიციული სამოსი საბჭოთა პერიოდიდან მივიწყებული იყო. მხოლოდ სასცენო სამოსი იყო შემორჩენილი, ძირითადად, სოლიკო ვირსალაძის უნიკალური ესკიზების მიხედვით გაკეთებული. ხოლო, რაც ყოფაში არსებობდა, ის ფაქტობრივად დაკარგული იყო. სასცენო სამოსი კი ყოფითი სამოსისგან ძალიან განსხვავდება. „სამოსელი პირველის“ მთავარი მიზანი მივიწყებული ქართული კულტურის ნაწილის გაცოცხლება იყო. ნაციონალური სამოსიც ისეთივე კულტურის ნაწილია, როგორც ქართული სუფრა, ღვინო, პოლიფონია. ჩვენი მიზანიც ეს იყო, განგვეახლებინა, აღგვედგინა და ყოველდღიურობისთვის მეტად პოპულარული გაგვეხადა ქართული ტრადიციული სამოს როგორ შეძელით ტრადიციული სამოსის ყოფაში გადმოტანა? ამ ყველაფერს წინ დიდი კვლევები უძღოდა. სამწუხაროდ, ძალიან მწირია ინფორმაცია ქართულ სამოსთან დაკავშირებით. ძირითადად, ოჯახებში ხევსურული სამოსია შემორჩენილი. ჩვენ ვეცადეთ, რომ თემა ძირფესვიანად შეგვესწავლა და შემდეგ, ეს ყველაფერი შემოგვეტანა ყოფაში. ბოლოს კი განგვეცალკევებინა სასცენო ყოველდღიური სამოსისგან. მე თვითონ თეატრის მხატვარი ვარ და ხშირად მიწევს კოსტიუმებზე მუშაობა. ამ ყველაფერს რომ მოვკიდე ხელი, მივხვდი, რომ ქართული სამოსი საერთოდ არ ვიცოდი. ეს სულ სხვა რამ ყოფილა და მე სხვა წარმოდგენა მქონდა. ქართველ ხალხს, ქართულ სამოსთან მიმართებაში, პირველი მამაკაცის ჩოხა ახსენდებოდა, ქალის სამოსსაც კი ჩოხას ეძახდნენ. ამ დროს კი ქალის სამოსი კიდევ უფრო მრავალფეროვანია. იმის გამო, რომ ჩოხა უფრო მეტად პოპულარული იყო, გადავწყვიტეთ თავდაპირველად მამაკაცის ხაზით დაგვეწყო. პარალელურად კი დავიწყეთ ქალის სამოსის შესწავლა. თამამი განაცხადი იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენივე თავი ჩარჩოებში ჩავსვით, რომ ზომიერება დაგვეცვა ამ ყველაფერშ რა აღმოჩენები გააკეთეთ მუშაობის პროცესში? თუნდაც ფერები. შავ-თეთრი ფოტოებიდან რთული იყო ამოცნობა რა ფერის სამოსს იყენებდნენ ძველად. აღმოჩნდა, რომ ძალიან მრავალფეროვანი იყო. ჭყეტელა და ჭრელი კი არა, არამედ ქართველ ხალხს საოცარი ფერადოვნება ჰქონდა თურმე. შიდა სარჩულები ფანტასტიკურად ჰქონდათ გამოყენებული. ასევე, ქართულ სამოსს უნიკალური სილუეტი და თარგი აქვს, რომელიც ყველა აღნაგობას უხდება. ჩვენ ვცდილობთ, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და არ დავანგრიოთ. შემდეგ შევიტანოთ ჩვენი ხედვა. ვამბობთ კიდეც, რომ ჩვენი სამოსი არ არის კლასიკური, ეს ინტერპრეტირებული სამოსია, რომელიც ყოველდღიურობაში შემოვიტანეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართული სამოსის ძირითად ჩარჩოსა და ფორმას ვუნარჩუნებ როგორ გაიხსენებდით თქვენ პირველ გამოჩენას?**
„სამოსელი პირველის“ გამოჩენისთანავე, სახელმა და ბრენდის ლოგომ საზოგადოებაში დიდი ყურადღება მიიქცია. ლოგო მაცი ხვიტიას ეპიზოდიდანაა აღებული, როცა ცხენზე ფეხზე დამდგარი ჯირითობენ. ჩვენ არ ვართ მოდის სფერო და არ ვაკეთებთ სეზონურ ჩვენებებს. მოდის კვირეულებშიც არ ვიღებთ მონაწილეობას. ხოლო, როცა პირველი კოლექციის ჩვენება ჩვენით გავაკეთეთ, მაშინვე მივიღეთ მოწონება და მომხმარებლისგან დიდი გამოხმაურებაც. ჩვენება განსხვავებული ხედვით იყო გაკეთებული – მოდელების ნაცვლად, პოდიუმზე ქართული ცეკვის მოცეკვავეები გამოვიყვანეთ. ვიფიქრეთ, რომ პირველ ეტაპზე ისინი უკეთ წარადგენდნენ ქართულ სამოსს. სამოსელი პირველი ხალხმა რომ შეიყვარა, ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენ შემდეგ მსგავსი სამოსის კეთება ბევრმა დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩოხა ჩვენ არ მოგვიგონია, ის საუკუნეებია არსებობს, მაგრამ თანამედროვეობაში ქართული სამოსის გადმოტანა ბევრმა დაიწყო.
როგორ გგონიათ, რა როლს ასრულებს „სამოსელი პირველი“ ქართული საზოგადოებისთვის? ვფიქრობ, როცა ერს აქვს ნაციონალური სამოსი, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს და უფრო მეტად პოპულარული გახადოს. იგივე, იაპონელებს აქვთ კიმონო, რაც მათთან ხელშეუხებელია, გერმანელებს ბავარიული სამოსი და ა.შ. ჩვენ კი მივიწყებული გვქონდა ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. მიხარია, რომ პირველები ვიყავით, ვინც ამ ყველაფრის ახლიდან გაცოცხლება დავიწყე რა ემოციას იღებთ თქვენი საქმიანობისგან? ჩემთვის ეს საქმე ძალიან სასიამოვნოა. თუნდაც ისიც, რომ სხვებიც აკეთებენ ჩვენ მსგავს სამოსს, ეს ყველაფერი ნიშნავს – ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. თითქმის ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ახალი აღმოვაჩინოთ, მივიღოთ ახალი ინსპირაცია, შევცვალოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი სამოსი. ეს ყველაფერი საინტერესოცაა და მნიშვნელოვანიც ჩვენი თანამშრომლებისთვი კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს? ნებისმიერ მომხმარებელზე ვართ მორგებული, ვისაც სურს, რომ ქართულ მოტივებზე შექმნილი სამოსი ეცვას. გვაქვს მაისურები, ყაბალახი, ჩანთა, წინდა, აქსესუარები, ქისა, ფეხსაცმელი. სამოსს ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ასევე, პატარებს ნოლი თვიდან. ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურობაში შემოვიტანოთ ქართული სამოსი და გავამარტივოთ ის. ამიტომაც, ჩვენს კოლექციებში შეხვდებით ხევსურულ ქურთუკს, კაბა ახალუხს, რომელიც აქამდე არ არსებობდა, ჩვენ კი ასე ვთქვათ, გავაშიშვლეთ საგულე და გადავაკეთეთ კაბად. გვაქვს ისეთი სამოსი, რაც სამსახურში, დაბადების დღეზე და ჩვეულებრივ დღეებში შეგიძლია გამოიყენო. თუნდაც, ყაბალახი, რომელიც ქამრადაც შეიძლება იხმარო. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი სამოსი ფუნქციური და მეტად მორგებადი იყოს. ჩვენი სურვილია, მოდა არ შემოვიტანოთ ჩვენში და მოდაში შემოვიტანოთ ქართული სამოს სად და როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენი სამოსის შეძენა?**
„სამოსელი პირველმა“ მისამართი შეიცვალა და ახლა მომხმარებელს ახალ მაღაზიაში, ქიაჩელის 10 ნომერში ვმასპინძლობთ. ამ ეტაპისთვის ინდივიდუალური შეკვეთების მიღება შეჩერებული გვაქვს და მხოლოდ სადღესასწაულო და საქორწილო დაკვეთებზე ვმუშაობთ. გვსურს, რომ მაღაზიაში წარმოდგენილ კოლექციას უფრო მეტი დრო დავუთმოთ და მაქსიმალურად შევავსოთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის სურვილების ასრულება. ჩვენ დისტანციურადაც კი გაგვიკეთებია სამოსი, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველს მნიშვნელოვანი დღისთვის სურს „სამოსელი პირველი“ მოირგოს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? გვსურს, უფრო მეტ აუდიტორიას გავაცნოთ ქართული ტრადიციული სამოსი, როგორც კულტურის ნაწილი. ასევე, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საზღვრებს მიღმა ქართული ნაციონალური სამოსის უნიკალურობის შესახებ.




