Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ნინო ანანიაშვილი და ქართული ბალეტის ისტორია

ნინო ანანიაშვილი და ქართული ბალეტის ისტორია

ზღაპრული სამყარო, სადაც ცეკვა, მუსიკა, მოძრაობა, შინაარსი და ისტორია ერთად არის გადმოცემული. ბალეტის ყურება ბევრი ადამიანისთვის გაცოცხლებულ ზღაპარს და ჯადოსნურ კეთილ სამყაროს ჰგავს, რომელში მოგზაურობითაც არასდროს იღლები. ქართული ბალეტის ისტორია უამრავ საინტერესო ეტაპს აერთიანებს. თითოეული სპექტაკლის მიღმა ბევრი ფიქრი, მონახაზი, ჩანახატი და გრძნობებია, რომლებიც მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება და მათ ამ სანახაობის მონაწილეს ხდის. ამ ყველაფრის მიღმა, საბალეტო დასის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის დაუღალავი შრომა, მოტივაცია და საკუთარი საქმის სიყვარული დგას, რაც დღეს, ქართული ბალეტის წარმატების ისტორიის ამბავს, მთელ მსოფლიოს წარუდგენს.

როგორ და რა ასაკში დაიწყო თქვენი და ბალეტის შეხვედრა? ჩემი და ბალეტის პირველი შეხვედრა ათი წლის ასაკში შედგა – თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სიარული დავიწყე, სადაც ოთხი წელი ვსწავლობდი. შემდგომი სწავლა, უკვე, მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განვაგრძ გქონდათ თუ არა თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, რისი მიღწევა გინდოდათ პროფესიულად, თუ ეს ყველაფერი თავისით, ბუნებრივად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში?** თავდაპირველად განზრახული არ მქონდა ბალეტს პროფესიონალურ დონეზე გავყოლოდი. სპორტსმენი გახლდით – ყინულზე დავდიოდი. ვიყავი ჩემპიონი და ამ მიმართულებით ბევრი წარმატება მქონდა, თუმცა, სწავლების ბოლო წელს, ცხრა წლის ასაკში

„მომაკვდავი გედის“ საჩვენებელი ცეკვა დამიდგეს. დედამ ლამაზი „პაჩკა“ შემიკერა, ნამდვილი ბუმბულის თავსაბურავი გამიკეთა და იმ მომენტიდან ჩემმა პედაგოგმა ჩემი გადაბირება, ბალეტის მიმართულებით დაიწყო. ათი წლის ასაკში თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს, მაშინ სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო, ჩამრიცხეს და ერთი წლის განმავლობაში ბალეტზე და ყინულზე ერთდროულად დავდიოდი, რადგან მაინც მენანებოდა მიტოვება. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მაინც ბალეტზე შევაჩერე.

შესრულებული, როლი ან როლები, რომლებსაც განსაკუთრებით გამოარჩევდით და სადაც ყველაზე კარგად წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული თვისებები.

150-ზე მეტი როლი მაქვს შესრულებული. თითოეულ მათგანში ჩემი ცხოვრების ნაწილი, ენერგია და ემოცია მაქვს ჩადებული. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ბევრი შვილი გყავს და ვერ არჩევ, მათგან რომელი უფრო გიყვარს. ჩემი პირველი დიდი პარტია გედების ტბა იყო, რითიც ჩემი, როგორც ბალერინის კარიერა დაიწყო. ისე მოხდა, რომ ჩემი სცენური საბალეტო კარიერაც, ამერიკასა და იაპონიაში, გედების ტბის ცეკვით დასრულდა. შემდეგი როლი, რომელსაც გამოვყოფდი „დონ კიხოტის“ ჩელიტას „კიტრის“ პარტია იყო, რომელიც ჩემ ხასიათთან ძალიან ახლოსაა. მოგვიანებით, როცა ჩემი სასცენო რეპერტუარი გაიზარდა, ძალიან მომწონდა მძინარე მზეთუნახავის, რაიმონდას პარტიის, ბაიადერას ცეკვა. შემდგომ, დრამატული სპექტაკლების ცეკვაც დავიწყე, როგორებიცაა: რომეო და ჯულიეტა, მანონი, ტრავიატას თემაზე მარგარიტა და არმანი. ამ სპექტაკლების ცეკვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. შემდეგ, უკვე, კლასიკის გარდა, როდესაც უცხოეთში ბალანჩინის ქორეოგრაფიას გავეცანი, ჩემს პერსონასთან ისიც ძალიან ახლოს მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბალანჩინის ქორეოგრაფიაც პუანტებზე და კლასიკურ ბაზაზე დგას, მაინც განსხვავებულია და სხვა ტექნიკა აქვს.

რა შემატა ბალეტმა თქვენს ცხოვრებას? მშობლების გარდა, ყველაფერი რაც დღეს ცხოვრებაში მაქვს, ბალეტმა მომცა. პროფესია, შესაძლებლობები, სანაცნობო წრე. ცხოვრების განმავლობაში წილად მხვდა ბედნიერება, ახლოს გამეცნო ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი, პრეზიდენტები, დედოფლები, პრინცები. რომ არა ბალეტი, მათ გაცნობას, მათთან დაახლოებას ვერ შევძლებდი.

საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ და სულ გახსოვთ.

ბალერინის პროფესია რჩევების, შენიშვნების ყოველდღიურად მიღებას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენ კრიტიკას მიჩვეულები ვართ. როდესაც ბალეტის ცეკვა დავიწყე, ჩემი პედაგოგები მუდმივად შენიშვნებს გვაძლევდნენ, რათა უკეთესები გავმხდარიყავით და პროფესიულად განვვითარებულიყავით. მთელი ჩვენი პროფესიული ცხოვრება საკუთარ თავზე მუშაობას ეთმობა, იმისათვის, რომ მუდმივად გაუმჯობესდეს შესრულების ტექნიკა. შესაბამისად, სულ უკეთესობისაკენ მივისწრაფვით. რაც შეეხება ცხოვრებისეულ რჩევას, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია, ის რაც ჩემმა ოჯახმა მასწავლა. სინდისი, სიკეთე და შურისგან თავისუფლება. მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის საჭირო თვისებებია და ყველა მნიშვნელოვანი რჩევის ბაზაა.

როგორ ფიქრობთ, რა ემოციებს აცოცხლებს ბალეტის ყურება ადამიანში? ხშირად ვაკვირდები, როგორ უყურებს თეატრში პირველად მოსული ადამიანი სპექტაკლს. ამასთან დაკავშირებით, თბილისშიც და უცხოეთშიც, ბევრი კომპლიმენტი მიმიღია. ხშირად უთქვამთ, ერთხელ, შემთხვევით, თქვენი ცეკვა ვნახე და ისე მომეწონა თეატრში დავბრუნდი და ბალეტის მოყვარული გავხდიო. მახსოვს, თბილისში და ინგლისში, პოლიციელის ნათქვამი – ჩემმა ცოლმა სპექტაკლზე ძალით წამომიყვანა და ამ ბუნებრივად ლამაზი მოძრაობების ნახვამ, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზეო. ვფიქრობ, ბალეტი ადამიანის თვალწინ ზღაპრულ სამყაროს შლის, სადაც ცეკვა, მუსიკა, მოძრაობა, შინაარსი და ისტორია ერთად არის გადმოცემული. გამოვარჩევდი ჩვენს ყველაზე პატარა სტუმრებს – ბავშვებს, რომლებსაც ხშირად ვაკვირდები სპექტაკლის ყურების დროს. დღეს ძალიან რთულია ბავშვი გააკვირვო, რადგან ტექნოლოგების საშუალებით, ინფორმაციას სულ იღებს, სხვადასხვა გამოსახულებებს ხედავს. აქ მოსვლით ისინი სხვა სამყაროში ხვდებიან, რაც მათ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ძალიან მოქმედებს. ისინი ბუნებრივი სილამაზის აღქმას ეზიარებიან, შემდგომ, სახლში ხატავენ, ცეკვავენ, ფანტაზიას ანვითარებენ, საუბრობენ, თავიანთი ემოციების შესახებ ჰყვებიან. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაშ თქვენ, თავად, რას უზიარებთ ყველაზე ხშირად და რას ასწავლით ახალ თაობას? დღეს, რასაც ახალ თაობას გადავცემ, ის ცოდნაა, რაც მთელი ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შევიძინე. 55 წლამდე სცენაზე ვიდექი და ის, რაც მთელს მსოფლიოში ვისწავლე ცეკვით, შეხვედრებით, პედაგოგების და ქორეოგრაფიის მეშვეობით, ამ სრულ ცოდნას ბალერინების ახალ თაობას ვუზიარებ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ჩვენს თეატრში საქმიანობენ. უკვე 20 წელია, რაც საბალეტო დასის ხელმძღვანელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი თაობა გაიზარდა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რადგან ისინი კეთილსინდისიერად, დაუღალავად და შემართებით მუშაობენ. ჩვენი პროფესია ურთულესია და ყოველდღიურად პატარა დეტალებზე, არტისტიზმზე, ტექნიკაზე მუშაობას მოიცავს. ყველა როლს და პარტიას თავისი ინდივიდუალური გასაღების პოვნა, მოძებნა და შემდეგ გამოსახვა სჭირდება, რაც მუდმივ შრომას მოითხოვ ქართული ბალეტის განვითარების ისტორიაში რომელ ეტაპებს გამოარჩევდით? ქართულ ბალეტს განვითარების საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც როგორც კარგი, ისე გამოწვევებით სავსე ეპიზოდებისაგან შედგება. საქართველოში ბალეტის ჩასახვა, იტალიელი ბალერინის, მარია პერინის სახელს უკავშირდება, რომელმაც თბილისში პირველი სტუდია გახსნა. ამ სტუდიაში გაიზარდნენ და სწავლობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ვახტანგ ჭაბუკიანი, ჩვენი პედაგოგების თაობა, აგრეთვე ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის, მხატვარი სოლიკო ვირსალაძე იყვნენ. ამ სასწავლებელმა ბევრი თაობა გაზარდა. მიმაჩნია, რომ ვახტანგ ჭაბუკიანმა, თბილისის ოპერის თეატრში, ახალი ეპოქა შექმნა – მსოფლიო დონის პერიოდი იყო რეპერტუარის მხრივ. თავად, მის პიროვნებას მამაკაცის ცეკვის რეფორმატორად დავახასიათებდი. საბჭოთა ტერიტორიაზე და მის მიღმა მოღვაწე, მსოფლიოს ყველა ცნობილი მოცეკვავე, თბილისის ოპერის სცენაზე საცეკვაოდ ჩამოდიოდა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო სცენა გვქონდა. უამრავი დაბრკოლების, წინაღობის მიუხედავად, მიხარია, რომ ქართულმა ბალეტმა განვითარება და იმ ეტაპზე მოსვლა შეძლო, სადაც დღეს არი რა ეტაპია დღეს ქართულ ბალეტსა და ოპერაში? როგორც საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, 20 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ ბალეტის პოპულარიზაცისათვის. დღეს, ახალგაზრდა თაობა თეატრში დადის, ესწრება, უყურებს სპექტაკლებს. მაყურებელთან ერთად გაიზარდნენ ჩვენი წამყვანი ბალერინები, სოლისტები: ნინო სამადაშვილი, მარიამ ელოშვილი, დავით ანანელი, პაპუნა კაპანაძე. ჩვენს დასში, აგრეთვე, მოღვაწეობენ უცხოელი მამაკაცი ბალერონები იაპონიიდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან. ძალიან საინტერესო, დიდი და მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. ჩვენთან იმ მიზნით ჩამოდიან, რომ ისწავლონ, იცეკვონ, აინტერესებთ ჩვენთან თანამშრომლობა, მუშაობა. ბედნიერი ვარ და მეამაყება, როცა მირეკავენ და ბილეთს მთხოვენ და ვამბობ, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ჩვენთვის, ვინც დიდ თეატრში მუშაობს, ეს უდიდესი სიხარული და მოტივაციაა. სავსე დარბაზი მოცეკვავეებისათვის დიდი სტიმულია. ეს ნიშნავს, რომ თეატრი ცოცხალია, საზოგადოებას კლასიკური ხელოვნება მოსწონს. ახალგაზრდები სპექტაკლის სანახავად მხოლოდ ერთხელ აღარ მოდიან. ხშირად მესმის განხილვა დარბაზში, როცა ერთმანეთს აზრებს, შთაბეჭდილებებს უზიარებენ და ამ პროცესის განხილვაში აქტიურად არიან ჩართულები. ძალიან სასიხარულოა, თუ როგორ სხედან, უსმენენ და უყურებენ წარმოდგენას ბავშვები. პატარა ბავშვისთვის ძნელია სამმოქმედებიანი სპექტაკლის ყურება. ახლახანს, მძინარე მზეთუნახავი გვქონდა და თვალს ვადევნებდი, როგორ ჩუმად ისხდნენ და ინტერესით უმზერდნენ იმას, რაც სცენაზე ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვი თეატრში მოიყვანოს და ხელოვნებას აზიაროს, რადგან ბავშვმა თვითონ ეს გზა არ იცის. ამ მხრივ, ძალიან აქტიურია გორის საშუალო სკოლა, გვირეკავენ და თავიანთი ორგანიზებით, კვირა დღეს, ბავშვები სპეციალურად ჩამოჰყავთ, ასწრებენ სპექტაკლს, შემდეგ, შემოდიან ჩვენთან კულისებში, იცნობენ ჩვენს წამყვან სოლისტებს, თვალს ადევნებენ პროცესს. ასე, მასწავლებლები და მშობლები ერთად ზრდიან მომავალ თაობას, რომელსაც ხელოვნებას აცნობენ, რაც ძალიან დასაფასებელი როგორია საბალეტო დასთან მიმართებაში, მომავლის თქვენი ხედვა? თეატრი ცოცხალი ორგანიზმია. მნიშვნელოვანია, რომ არასდროს გაჩერდე და ფეხი აუწყო გარემოს. ამ ეტაპზე, კლასიკური რეპერტუარის გარდა, გვაქვს თანამედროვე სპექტაკლები. ივნისის ბოლოს თბილისის ფესტივალს ვატარებთ, სადაც თანამედროვე ბალეტის ორ პრემიერას წარვადგენთ. თეატრი მუზეუმად არ უნდა იქცეს. კლასიკას, რომელიც სცენაზე 200 წელია არსებობს, ჩვენს მაყურებელს ახლებური შესრულებით და დადგმით ვთავაზობთ. ახალ სიცოცხლეს ვძენთ დეკორაციებით, კოსტიუმებით, დინამიკით. სწორედ ამიტომ, ეს სპექტაკლები თავიანთ თავში, მაყურებლებში განუწყვეტლად აახლებენ სიცოცხლეს და მათი ყურების სურვილიც დიდია. გვაქვს ბევრი შემოთავაზება, მუდმივად დავდივართ გასტროლებზე იაპონიაში, ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში. ივლისში ინგლისში მივდივართ. სექტემბერში, პირველად კოლოსეუმის თეატრში გედების ტბას წარვადგენთ. ჩვენი დასის დონე ძალიან ამაღლებულია, შესაბამისად, როცა პროდიუსერები ჩამოდიან, როგორც თბილისში, ისე უცხოეთში და დასის დონეს ხედავენ, ძალიან კარგ შემოთავაზებებს ვიღებთ. მომდევნო წლის გრაფიკი, ბევრი გასტროლით, მთლიანად გაწერილი გვაქვს. თან, რასაკვირველია, თბილისშიც უნდა ვიცეკვოთ ჩვენი მაყურებლისთვის და ამასთანავე, დონის შენარჩუნება შევძლოთ. ყველა მაყურებელი, რომელიც თეატრში მოდის და ბილეთს ყიდულობს, ჩვენი სპონსორია, რადგან ამ შემოსული თანხით, ჩვენ შემდეგ ბევრ რამეს ვაკეთებთ. ასევე, დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ გასტროლებზე წასვლით, არამხოლოდ ქართულ ბალეტს, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის კულტურას უამრავ ადამიანს ვაცნობთ და ხელოვნების სახით, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ ყველგან, სადაც მივდივართ.

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

ნიკო ფიროსმანი
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.