ბორჯომი
ბახმარო

ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე მდებარეობს. ბორჯომი ზომიერად ნოტიო ჰავით და ხანგრძლივად თბილი ზაფხულით ხასიათდება. იგი კლიმატურბალნეოლოგიური კურორტია, უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელიც სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისათვის გამოიყენება. აღსანიშნავია, ბორჯომის გოგირდის აუზები, რომელიც განტვირთვის და დაძაბულობის მოხსნის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. აქტიური დასვენების მოყვარულებს კურორტი ჯომარდობას, სხვადასხვა სირთულის ლაშქრობებს და აქტიურ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს. თავგადასავლების მაძიებლებს ბორჯომ-ხარაგაულის პარკი წარუშლელი შთაბეჭდილებების მიღებას ჰპირდება. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორის, ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. აქ მრავალი კულტურულისტორიული ძეგლის მონახულებაა შესაძლებელი. მათ შორისაა შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები, ტაძრები და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
ბახმარო – ნისლების და ღრუბლების სამეფო, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მთიანი კურორტია, სადაც ზღვის და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და უნიკალურ გარემოს ქმნის. კურორტი ბუნებრივი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბახმარო ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით არის გარშემორტყმული. საკურორტო სეზონი ზაფხულის



