Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

აჭარა

აჭარა

საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული კუთხე აჭარაა, თვალისმომჭრელი მრავალფეროვანი ბუნებით, შავი ზღვის ენერგიით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აქ მთა და ზღვა, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

აჭარაა ის ადგილი, სადაც საქართველოში ერთერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი მდებარეობს. აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.

აჭარის ბუნების სიმდიდრეზე აქ არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლე ყველაზე უკეთ მეტყველებს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი, საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აჭარაშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო და მიუსადაგოთ აჭარულ მდიდარ გასტორნომიას.

აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ სამყაროსთან აახლოებდა. სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე – პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.

აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურით და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

ზღვის ტურიზმით აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუთხეა საქართველოში. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, კეთილმოწყობილი სანაპიროები, ზღვისა და მთის შერწყმა – ეს ყველაფერი დასვენებისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის. სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კილომეტრია, ზღვის წყლის ტემპერატურა საშუალოდ +21-29 გრადუსი.

მზისა და პლაჟის დასვენების გარდა, თოვლი და თხილამურებით სრიალი თუ არის თქვენი გატაცება, აქვეა გოდერძის კურორტი. სამთო-სათხილამურო კურორტის, გოდერძის სახით, ნამდვილი სამოთხე გელოდებათ. აქ სასრიალოდ არაჩვეულებრივი თოვლია. კურორტი მხოლოდ მოთხილამურეებისთვის არ არის – თუკი სიმაღლე, ექსტრემი და სიახლეების აღმოჩენა გიყვართ, ეს ადგილი საკმაოდ მრავალფეროვან გამოცდილებას შემოგთავაზებთ.

აჭარა მდიდარია და მრავალფეროვანი კუთხეა. მის საკურორტო ზონაში შედის: ქობულეთი, ციხისძირი, ჩაქვი, მწვანე კონცხი, ბათუმი, გონიო, კვარიათი, სარფი. ეს ადგილები მნახველს განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს – სანაპირო ზოლს გადევნებული და პლაჟის ბუნებრივ საჩრდილობლად ქცეული ფიჭვნარი, ზღვის პირზე გაბნეული ქვები.

აჭარა ბოლო წლებია საუკეთესო პოპ-მუსიკალური წარმოდგენების მთავარი მასპინძელიცაა. Black Sea Arena-ზე შეგიძლიათ მსოლფიო ვარსკვლავების კონცერტებს დაესწროთ.

აჭარა, ეს არის საქართველოს რეგიონი, სადაც მრავალფეროვნების ნამდვილი ზეიმია ყველა მიმართულებით – გართობის, კულინარიის, კლიმატის, არქიტექტურის თუ სტუმართმოყვარეობის თვალსაზრისით.

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

ნიკო ფიროსმანი
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.