Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

ქართული რაგბის ისტორია და მიღწევები

ქართული რაგბის ისტორია და მიღწევები

ქართული სარაგბო ისტორია, საქართველოს პირველი ეროვნული გუნდის შექმნიდან, უკვე 35 წელს ითვლის. სირთულეებით და გამოწვევებით სავსე გზაზე, ქართველმა რაგბისტებმა გულშემატკივრებს დღემდე ბევრი ღირსეული გამარჯვება, მსოფლიოს მასშტაბით წარმატება, აღიარება, ერთიანობის შეგრძნება და დასამახსოვრებელი მოგონებები აჩუქეს.

ემოციები და შეგრძნებები, რომლებიც ამ წარმატების მიღმა, კულისებში მორაგბეებთან რჩება, ყოველთვის საინტერესო ამბებს ინახავს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მკითხველს ქართული რაგბის მიღწევებს, მის პირად ხედვას, მნიშვნელოვან კარიერულ მომენტებს და იმ ამბებს უზიარებს, რომლებიც ამ სპორტის დღევანდელი სურათის შექმნაში მონაწილეობს.

როგორ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში გადაწყვეტილება რაგბი პროფესიად აგერჩიათ? რაგბიზე დამოკიდებული ბავშვი ვიყავი, ჩემი დილა და ღამე ამ სპორტით იწყებოდა, მთავრდებოდა და სულ მის გარშემო ტრიალებდა. შემდგომ მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში. მოგვიანებით, კავშირმა ინგლისში გამიშვა, რამაც პროფესიონალ რაგბისტად გამზარდა. გამოწვევებით სავსე ბევრი ეტაპის გავლის შემდეგ კი რაგბი ჩემი პროფესიული არჩევანი გახდა.

გაგვიზიარეთ საინტერესო ისტორიული ფაქტები ქართული რაგბის შესახებ.

ყველაზე საინტერესო ნაწილი ქართველებისთვის ვფიქრობ, ლელო ბურთის ისტორიაა. ლელო ბურთი რაგბის განსხვავებული ფორმაა, რომელიც ბევრად ადრე იყო, ვიდრე თვითონ რაგბი. ლელო ბურთი ერთ-ერთი ქართული სოფლის შუხუთის ტრადიციაა. ბურთი ნახერხის და ღვინისგან მზადდება, რომელიც მთლიანად 7 კილოგრამს იწონის. ერთი სოფელი მეორეს ეთამაშება და მათი მიზანი კონკრეტულ ადგილამდე ბურთის გადატანაა, რაშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს თამაში საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალას, გუნდურობას, სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს. ტრადიციისამებრ, ადგილობრივები ლელო ბურთს ყოველ აღდგომას, შუხუთში თამაშობენ. თამაშს მასიური რაგბის სახე აქვს, რადგან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ძალიან საინტერესო საყურებელია, როგორც ქართველებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

რა ეტაპია დღეს ქართული რაგბის ისტორიაში? განვითარების მხრივ, დღეს, ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდია. დავძლიეთ ბევრი ეტაპი, სირთულე, გუნდები, რომლებიც წლების წინ ჩვენთვის ძალიან რთულ მეტოქეებად ითვლებოდნენ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა განვითარების ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ, რაც ძალიან რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. უმაღლეს დონემდე ერთი ნაბიჯი გვაშორებ რა მეთოდებს და სტრატეგიას მიმართავს გუნდი თამაშიდან თამაშამდე განვითარებისთვის?** რაგბი კონტაქტური სპორტია. თამაშიდან თამაშამდე, ჩვენ მოთამაშეები, აქტიურად ვემზადებით თამაშისთვის, ვსწავლობთ მეტოქეს, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათ მოთამაშეებს. ვაფასებთ განვლილ თამაშს, განვიხილავთ რა არის გამოსასწორებელი, რა გააკეთა გუნდმა კარგად, რა ცუდად და ასევე, ინდივიდუალურად ვაფასებთ ჩვენს თამაშს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მწვრთნელის და მოთამაშეების კოორდინირებული ურთიერთობა, აზრების გაცვლა და მაქსიმალურად მორგებული სტრატეგიის შემუშავება.

მიღწევები, რომლებსაც განსაკუთრებით გამოარჩევდით არის...

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამუასთან, იტალიასთან იმავე წელს. 2022-ში უელსთან გამარჯვება და ასევე, ევროპა ლიგის 14-ჯერ მიყოლებით მოგება.

შეიცვალა თუ არა თქვენთვის წარმატების განსაზღვრება დროთა განმავლობაში? გაიზარდა სტანდარტი. მაგალითად, წლების წინ პორტუგალიას არ ჰყავდა ისეთი გუნდი, რომელსაც ძლიერი კონკურენციის გაწევა შეეძლო, შესაბამისად, მათთან გამარჯვება განსაკუთრებულად აღსანიშნავი არ იყო. ბოლო 3-4 წელია პორტუგალიის გუნდი ძალიან გაძლიერდა, კონკურენტუნარიანი გახდა, წელს, ფინალში დიდი ანგარიშით მოვუგეთ და ამ გამარჯვებას სულ სხვა ფასი ჰქონდა, რადგან პორტუგალია უკვე ღირსეული მეტოქეა და მათთან გამარჯვება მარტივი არ იყ რა შეცვალა კაპიტნის წოდებამ?** კაპიტნის წოდებამ გაზარდა ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ვცდილობ მაქსიმალურად ღირსეულად და მონდომებით შევასრულო.

ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული მომენტი

2009 წელს, კავშირმა, ერთ-ერთი ახალგაზრდული

თამაშის შემდეგ, რამდენიმე მორაგბის 3 თვით სამხრეთ აფრიკაში სავარჯიშოდ გაგზავნა გადაწყვიტა. ეს მორაგბეები ჩემი მეგობრები იყვნენ, ერთად ვთამაშობდით ახალგაზრდულში, თუმცა, ყველა ჩემზე 1 წლით უფროსი იყო. კავშირმა მათი გაშვება გადაწყვიტა, წინასწარ ცნობილი იყო ვისაც უშვებდნენ. შემთხვევით ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა რომ ჩემს გაშვებაზეც ფიქრობდნენ, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ მქონდა. ამ სიაში მოხვედრა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება იყო. ვფიქრობ, ღმერთმა და სამყარომ ეს მოისმინა, ამისრულა და ამ სიაში მომახვედრა. ამ ამბავმა ჩემს კარიერაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა. ბევრი რამ შეცვალა ჩემს შეხედულებაში, აღქმაში, ცხოვრებისეულ პრინციპებში. დამაჯერა, რომ თუ რაღაც გინდა და ამაში მთელს შენს ენერგიას და შემართებას ჩადებ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მისი მიღწევა, აუცილებლად გამოგივა.

გამხდარა თუ არა სხვა ადამიანი თქვენი მაგალითი? სხვა ადამიანები და მათზე დაკვირვება ყოველთვის რაღაც ახლის მასწავლებელია. როდესაც სხვა ადამიანის საქციელი, აზროვნება, მიღწევები, მომწონს და კარგს ვხედავ, ეს ჩემთვის ყოველთვის დამატებითი სტიმული და მისაბაძი მაგალითია. ასევე, ყოფილა ცუდი შემთხვევებიც, როცა მითქვამს, ასეთი არასდროს ვიქნები-მეთქ წლების შემდეგ როგორ გსურთ გაგიხსენონ გულშემატკივრებმა? ყველაზე მეტად გამიხარდება, რომ რაგბის გულშემატკივრებმა საქართველოსთვის თავდადებულ, ერთგულ მოთამაშედ გამიხსენონ, რომელსაც არცერთ ეტაპზე საქართველოს და გუნდის გამო უკან არ დაუხევია. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება. სპორტი, ცხოვრების მსგავსად, დაუნდობელია. ზოგჯერ რაღაცეები გამოდის, ზოგჯერ არა, თუმცა, მთავარი გასაღები იმაშია, რომ ყოველი მცდელობისას ბოლომდე დაიხარჯო და ამისთვის ყველაფერი გასცე. არასდროს უნდა იფიქრო, რომ გაგრძელებას, ახლიდან წამოდგომას, აზრი არ აქვ როგორია ქართული რაგბის განვითარების თქვენი სამომავლო ხედვა? ჩემი პირველი სურვილი რაგბის ერთიანობაა, ყოველგვარი განხეთქილების გარეშე. მჯერა, რომ ერთი მიზნისკენ მიმავალ ადამიანებს უდიდესი ძალა აქვთ და მათი შეჩერება შეუძლებელია. რაგბის გარშემო იდეალურ ერთიანობას და ერთსულოვნებას ვისურვებდი. მნიშვნელოვანია ნაკრების მუდმივი წინსვლა. შეიძლება ეს ნაბიჯები ყოველთვის დიდი არ იყოს, მაგრამ უწყვეტი განვითარებით და წინ წასვლით, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ძალიან მაგარ შედეგს მოიტანს.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…