Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

სამოსის სახლი და კაფე ერთ სივრცეში

სამოსის სახლი და კაფე ერთ სივრცეში

ქართული მოდა, თავისი არსებობის განმავლობაში, ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური სტილით. თითოეულ ქართველ დიზაინერს უნიკალური ხელწერა აქვს, რომელიც ყველასგან გამოარჩევს. მათ რიგებს მიეკუთვნება მაკა კვიციანი, რომლის სახელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ასპარეზზე წარმატებით ისმის. დღეს ის ბრენდი „დალოოდის“ კრეატიული დირექტორია. ბრენდის კოლექციები კი მომხმარებლისთვის მსოფლიოს 25 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

ქართული მოდის ბრენდის – „დალოოდის“ შოურუმმა, ცოტა ხნის წინ მისამართი შეიცვალა. კოლექციის ხილვა ახლა, გიორგი ახვლედიანის 12 ნომერში, გოთიკური არქიტექტურული სტილით შესრულებულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლშია შესაძლებელი. ახალ მისამართზე, შოურუმის გარდა, მოდის მოყვარულებს კაფეც დახვდებათ. „Dalood“- ის ეს ახალი სივრცე, ის განსაკუთრებული

L’Art De Vivre შემთხვევაა, როცა მომხმარებელს შთამბეჭდავ ესთეტიკურ გამოცდილებასთან ერთად, შესაძლებლობა ეძლევა, ერთდროულად გაეცნოს მოდის ტენდენციებს, შეიძინოს სამოსი და ამასთან ერთად, მიიღოს სრულიად განსხვავებული და უგემრიელესი გასტრონომიული გამოცდილება.

ქართული ბრენდი „დალოოდის“ ისტორია 2001 წელს იწყება. თავდაპირველად, ის დიზაინერმა ნანა შუკვანმა დააარსა. კომპანიის არსებობიდან 14 წლის თავზე კი ბრენდის მმართველობა მისმა ქალიშვილმა, დიზაინერმა მაკა კვიციანმა გადაიბარა. მაკამ დალოოდში თავისი საქმიანობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, შესაბამისად, ის ბრენდის შექმნასა და ჩამოყალიბებაში თავიდანვე ძალიან აქტიურად იყო ჩართული.

დიზაინერის თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის წარმატებით პოზიციონირებამ კონცეპტუალური სივრცის შექმნის საჭიროება

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…