Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

Caring Inside Out

Caring Inside Out

სალომე ხელაშვილი – ჩემი ერთი პატარა ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო, ახალი აღმოჩენებით და გაცნობიერებებით სავსე პროცესია. მჯერა და მწამს ღმერთის, სამყაროსი, მათთან კავშირის და თავიდან ბოლომდე მინდობილი ვარ ამ ძლიერ ძალებს. სამყარო ადამიანებს ყოველთვის უღებს ახალ კარებს, შესაძლებლობებს, განსხვავებულ გამოწვევებს, მოვლენებს, ადამიანებს ახვედრებს.

არასდროს ვეწინააღმდეგები იმას, რაც ჩემ ცხოვრებაში შემოდის, რადგან ვფიქრობ სწორედ ეს არის ჩემი გასავლელი გზა. თავის მოვლა და ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ვაგროვებდი სხვადასხვა საცხებს, სუნამოებს, მოვლის საშუალებებს, თუმცა მაშინ, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მოგვიანებით ჩემი საქმიანობა ამ თემის ირგვლივ გაიშლებოდა.

ჩემი პიროვნების სიღრმეებში ჩასვლა და ძირეული გარდატეხა 13 წლის წინ დაიწყო, როცა იოგით აქტიურად დავკავდი და საკუთარ თავში დაუსრულებელი მოგზაურობა დავიწყე.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კი გავაცნობიერე, რომ ჩემი მისია, ადამიანების საკუთარ თავთან დაბრუნების პროცესში, შინაგანი სიმშვიდის და წონასწორობის მოპოვებაში დახმარებაა.

რა შინაარსის და იდეის მატარებელია სილამაზის სპა Salom Wellness? მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს პიროვნული ზრდის თავისი გზა აქვს. შინაგანი სამყაროს განსავითარებლად სხვადასხვა საშუალება არსებობს. ინტერესი სულიერი თემების მიმართ, ყველაფერი, რაც ადამიანში და მის გარშემო ხდებოდა, ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ყოველდღიურ ქაოსში ადამიანმა შინაგანი ბალანსის მოპოვება შეძლოს, პასუხს ვეძებდი. იოგა ჩემთან სწორედ ამ დროს მოვიდა და გასაღები აღმოჩნდა საკუთარ ღირებულებებს, გულწრფელ სურვილებს, ხასიათს, პიროვნულ თვისებებს ღრმად ჩავწვდომოდი.

იოგის გაცნობის შემდეგ, ახალი გაცნობიერებები წამოვიდა, რამაც კარები ახალ სამყაროში გამიხსნა. გამოვცადე და შევისწავლე სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, აიურვედული მედიცინა, სუნთქვითი პრაქტიკები. სწორედ ეს უძველესი 5000-წლიანი ისტორია, მეთოდები და გამოცდილება გახდა იდეა და შინაარსი სილამაზის სპა — Salom Wellness-ის შექმნის.

ჩვენი ხაზი „ველნესს“ და სილამაზეს აერთიანებს. ჩვენთან, მოვლა შიგნით და გარეთ ერთდროულად მიმდინარეობს. მოვლის ამ მიმართულებაში სილამაზე და შინაგანი ჯანმრთელობა ერთად თანაცხოვრობენ. თუ ადამიანი შინაგანად ჯანმრთელი არ არის, მას მხოლოდ სილამაზის გარეგანი პროცედურები — კანის, თმის, ფრჩხილის მოვლა, სახის გამომეტყველების და მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვერ დაეხმარება. ამიტომ, აუცილებელია სილამაზის და შინაგანი ჯანმრთელობის ხაზი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

რას სთავაზობს სილამაზის სპა Salom Wellness ადამიანებს, რა მიაქვთ მათ ამ სივრციდან?

Salom Wellness ნიშური ობიექტია. ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან, შინაგანად მზად არიან ცვლილებებისთვის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით. დღეს, მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანის პრობლემა საკუთარ თავთან არასწორი ურთიერთობებია. ადამიანები ერთს ფიქრობენ, გრძნობენ, მეორეს ლაპარაკობენ და მესამეს აკეთებენ. ყოველივე ეს ადამიანს შინაგანად ანგრევს. ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოება, კომპლექსები, გარე ფაქტორები ამ ყველაფრის პროვოცირებას დამატებით ახდენს. ჩვენს სივრცეში მოსული ადამიანები სხვადასხვა ეტაპს გადიან. აიურვედული მედიცინა გასამთლიანებლად ძალიან ბევრ მეთოდს და საშუალებას გვაძლევს, რათა ეს ყველაფერი დავაბალანსოთ. კომპლექსური პროცედურები, სუნთქვითი პრაქტიკა, ტანტრის მიმართულება და ორგანიზმის გაწმენდა.

აიურვედულ მედიცინაში, და შესაბამისად, ჩვენს სივრცეშიც ყველაფერი გაწმენდით და ადამიანის გასუფთავებით იწყება. აიურვედული მედიცინა თანამედროვე გარემოზე ადაპტირდა, შესაბამისად, პროცესი ადამიანის მეგობარია, რომელიც ცდილობს თითოეული ეტაპი მისთვის ნაკლებად ტრავმული იყოს, დაეხმაროს და მოამზადოს იმ სირთულეების გადალახვაში, რომელიც მის ცხოვრებაშია. ჩვენს სივრცეში შესაძლებელია აიურვედული კურსის ჩატარება.

პირველ ეტაპზე, ადამიანის ტოქსინებისგან წმენდა და გასუფთავება იწყება. ეს პროცესი სრულად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს, სურვილებს და მოთხოვნებს. ნედლეული ინდოეთიდან ჩამოგვაქვს. გაწმენდის შემდეგ იწყება გონების გაწმენდის ეტაპი, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის დამშვიდებას, შფოთის, აშლილობის, უძილობის, პანიკური შეტევების მკურნალობას, გონებრივ სიმშვიდეზე ზრუნვას. პარალელურ რეჟიმში იწყება სხეულზე და მის გაჯანსაღებაზე ზრუნვა სხვადასხვა პროცედურებით, როგორიცაა შიროდარას პროცედურა, რომელსაც ყველაზე ძლიერი, ღრმა სარელაქსაციო ეფექტი აქვს. სპეციალური დანადგარის საშუალებით, 30 წუთის განმავლობაში, თბილი ზეთი შუბლის გარკვეულ წერტილებში მოედინება და ის სხეულის ძლიერ რელაქსაციას უზრუნველყოფს.

შიროდარას პროცედურას კლასიკური ინდური მასაჟი აგრძელებს, თბილი ზეთით, რომელსაც თერაპიული და სამკურნალო დანიშნულება აქვს. სხეულის გაჯანსაღების პარალელურად ტარდება სახის მოვლის პროცედურები. გამოყენებული პროდუქტები, საცხები, ნიღბები, 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება.

სხვადასხვა პროცედურა სახის კანის, ფერის, სტრუქტურის გაუმჯობესებას, მოჭიმვას, აწევას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, სახის მოვლის პროცედურა, რომელიც ინდური ნავარას ბრინჯით ტარდება. ჩვენს სივრცეში არსებული პროდუქტები და პროცედურები კომპლექსურად გამოიყენება. ბოლო ეტაპი სახსრების დატენიანებაა, რისთვისაც სალაის აბები გამოიყენება, რაც ძვალ-სახსროვანი სისტემის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

საქმე, რომელსაც დღეს ვემსახურები ჩემთვის არის...

ვფიქრობ ჩემი საქმე, ჩემივე პიროვნების შინაგანი ამოძახილია, რომელსაც მივყვები. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს ამ ცხოვრებაში თავისი მისია აქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს მისია ადამიანების გაბედნიერება, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმოჩენების და გაცნობიერებების პროცესში დახმარებაა. ეს ყველაფერი ჩემი სულის საზრდო და სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო და გავუზიარო ამ ყველაფრის შესახებ.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები? ბოლო დროს, ქართველმა საზოგადოებამ ამ მიმართულებით ცნობიერება აიმაღლა და საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო. ახლა უკვე ყველას სურს, კვირაში მინიმუმ ერთი საათი საკუთარ თავს დაუთმოს და აჩუქოს.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებს ძალიან უყვართ მოვლის ბუნებრივი საშუალებები. მათთვის პროდუქტის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბაზარზე უკვე

4 წელია ვმოღვაწეობ. თავიდან პროდუქცია ონლაინ იყიდებოდა და თავისი მომხმარებელი ჰყავდა. 1 წელია, რაც Salom Wellness-ის სივრცე გაიხსნა და მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა პროდუქციის ხარისხი, ნედლეული ადგილზე ნახა, ნდობა და მოთხოვნა მეტად გაიზარდა.

სისტემური მედიცინა მომხმარებლებში ნდობას იწვევს. ხშირად გვსტუმრობენ ტურისტები, რადგან ჯერჯერობით, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ და ამ ყველაფრის ფასი და მნიშვნელობა უკეთ აქვთ გაცნობიერებული. ჩემი მიზანია, ეს ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ ქართველს გავუზიარო და ადამიანებს გაბედნიერების გზების პოვნაში დავეხმარო.

Salom Wellness-ის ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ყოველ 3 თვეში ერთხელ, ახალ პროცედურას ვამატებდით და საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ გვაქვს. ამ საქმის სიყვარული განსავითარებლად დიდ ენთუზიაზმს მაძლევს.

მუდმივად ვეძებ და ვიკვლევ ყველა საინტერესო მიმართულებას, ახალ კულტურებს, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანური გამოცდილების, სიბრძნის, ცოდნის გაზიარების შესაძლებლობები გავხსნათ.

ეს თემა იმდენად ამოუწურვადი და მუდმივად განვითარებადია, ძალიან დიდ შესაძლებლობას გაძლევს, ფეხი აუწყო და მასთან ერთად შენც განვითარდე. სამომავლოდ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სივრცეებს გავხსნით და გავვრცელდებით – არა მხოლოდ საქართველოში, რაშიც მთელ ჩემს ენერგიას და რესურსს ჩავდებ.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…