Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ქართული ფარდაგები

ქართული ფარდაგები

ქართული ფარდაგი ხალხური ხელოვნების ერთერთი უძველესი და გამორჩეული ნიმუშია. იგი არა მხოლოდ ყოფითი დანიშნულების ნივთია, არამედ ქართული კულტურის, ტრადიციების და ესთეტიკური გემოვნების გამოხატულებაა.

ფარდაგების ქსოვის ტრადიცია საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ქსოვის სტილით გამოირჩეოდა.განსაკუთრებით ცნობილია ხევსურული, ფშავური, თუშური და მესხური ფარდაგები,რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ფერებით,ორნამენტებით და ქსოვის ტექნიკით. ქართული ფარდაგი ძირითადად მატყლის ძაფით იქსოვება.მატყლის ძაფისაგან დამზადებული ფერადი,გამძლე და ლამაზი ფარდაგები გამოიყენებოდა როგორც იატაკის საფარად, კედლის მოსართავად და საწოლის გადასაფარებლადაც. მათი ორნამენტები ხშირად ასახავდა ბუნებას, მცენარეებს,ცხოველებსა და სხვადასხვა სიმბოლოებს.

ხევსურული ფარდაგები მატყლის ძაფით ნაქსოვი ნაწარმია, გამოირჩევა მკვეთრი ფერებით, ფარდაგების ორნამენტებში ხშირად გვხვდება ჯვრისა და სხვა სიმბოლური ნიშნების გამოსახულებები,რომლებიც ხევსურთა კულტურას და ტრადიციებს ასახავს.

ფშავური ფარდაგები სქელი ბაწრისგან მზადდებოდა, – რომელსაც ფერებში ღებავდნენ და ამ ფერადი ბაწრისგან იქსოვებოდა საბოლოო პროდუქტი. ფარდაგებში ძირითადად რამდენიმე ფერი ჭარბობდა – ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანისფერი (იისფერი), შავი, ალისფერი,წენგოსფერი (მწვანე), ცისფერი და თეთრი. ჭრელ ფარდაგებს ფშაველები „თათრულა“ ფარდაგს უწოდებენ, ზოლიან, გეომეტრიული ფიგურების მქონეს კი ფშავურს.

თუშეთში ფარდაგებს ძირითადად გაზაფხულის მატყლისგან ამზადებდნენ. ეს მატყლი წლის სხვა დროის მატყლისაგან ნაკლებად ხარისხიანი და უხეშია. ფარდაგების და ხალიჩების ქსოვა ძირითადად ქალების საქმე იყო.ფარდაგებისთვის ბაწარს წინასწარ ღებავდნენ სხვადასხვა ფრად. თუშებს ორი სახის ფარდაგი ჰქონდათ-დიდი ფარდაგები და ხალიჩები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამზითვოდ ან გასაყიდად, მომცრო ზომისებს კი ოჯახში იყენებდნენ.მას საწოლის წინ ან ხის ტახტზე აფენდნენ.

მესხური ფარდაგები და ხალიჩები სამხრეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტრადიციული ნაქსოვი ნაწარმია, ისინი გამოირჩევა დახვეწილი ორნამენტებით, ლამაზი ფერებით და მაღალი ხარისხით. მესხურ ფარდაგებზე ხშირად გვხვდება მცენარეების და გეომეტრიული ფიგურების მოტივები, რომელიც რეგიონის კულტურის თავისებურებებს ასახავს.მათი ქსოვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ქართული ფარდაგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას, ტრადიციებს და შემოქმედებით ნიჭს. ფარდაგების და ხალიჩების ქსოვის ხელოვნების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა აუცილებელია, რადგან ეს ჩვენი ეროვნული იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვანი საგანძურია.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.