Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ქეთი ჩხიკვაძე

გზა მოდის დედაქალაქ პარიზამდე

ქეთი ჩხიკვაძე

ქეთი ჩხიკვაძის გზა მოდის სამყაროში ბავშვობიდან იწყება, როცა 6 წლის ასაკში პირველად შეკერა საკუთარი ქვედაბოლო. ეს პატარა ნაბიჯი, მისი კარიერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. მისთვისაც და ოჯახის წევრებისთვის სწორედ ეს ფაქტი გახდა ნიშანი, რომ დიზაინი ქეთი ჩხიკვაძის მომავალი პროფესია იქნებოდა.

2003 წელს ქეთიმ ოფიციალურად ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი და პროფესიული საქმიანობა უკვე ახალი ეტაპით გააგრძელა. მისი კოლექციები წლების განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, საიდანაც ბრენდისთვის კარი საერთაშორისო ასპარეზზე გაიხსნა. დიზაინერის შემოქმედება 12 სეზონის განმავლობაში იყო წარმოდგენილი პარიზის პრესტიჟულ გამოფენაზე - ტრანოი, ხოლო 3 სეზონზე ბრენდმა მონაწილეობა მიიღო New Couture-ის პლატფორმაზე.

ბოლო წლებში ქეთიმ უკვე საკუთარი, დამოუკიდებელი შოურუმი გახსნა პარიზში. ეს იყო ის ნაბიჯი, რომელმაც ბრენდის განვითარებას ახალი მასშტაბი და საერთაშორისო ინტერესის კიდევ უფრო მზარდი ტალღა შემატა. დღეს ქეთი პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერია, რომლის კლასიკურ სტილს, დახვეწილ დეტალებსა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვას მის კოლექციებს განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს. Maison Keti ასე ჰქვია მის ბრენდს, რომლის იარლიყიანი სამოსი არაერთ ცნობილ სახეს სცმია, მათ შორის იყო ლეგენდარული მონიკა ბელუჩი.

როდიდან დაიწყო თქვენი მოდისადმი ინტერესი? ბავშობიდან ძალიან მიყვარდა ყველაფერი, რაც ხელსაქმესთან - ხატვასთან, ქარგვასთან, კერვასთან იყო დაკავშირებული. მახსოვს თოჯინებს ვუკერავდი სამოსს და ამით ვთამაშობდი. ბავშვობის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის საბავშვო საკერავი მანქანა იყო, რომელიც ჩემმა ოჯახის წევრებმა მაჩუქეს. საბავშვო იყო, თუმცა ვახერხებდი მისით შეკერვა რა იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ დიზაინი თქვენი პროფესია გახდებოდა? პირველად 6 წლის ასაკში შევქმენი ჩემთვის ქვედაბოლო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ქვედაბოლო იყო ის პირველი ნაბიჯი, რომელმაც მეც დამარწმუნა და ჩემი მშობლებიც, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩი ვინ ან რა იყო თქვენი ყველაზე დიდი შთაგონება კარიერის დასაწყისში და ახლაც? კარიერის დასაწისში, როდესაც უკვე დავიწყე კოლექციების შექმნა, მოგზაურობა და ჩემი ბრენდის სახელით მოღვაწეობა ყველაზე მეტად ჩემთვის შთამბეჭდავი იყო რიკოვენსი და ალექსანდრ მაკ-ქუინი. დღეს უკვე ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი არის კლასიკა და გამოვარჩევდი ივ სენ ლორანს. ჩემთვის კლასიკური ფორმები ჩემს საყვარელ და შეუცვლელ სტილად რჩებ რას ფიქრობთ საქართველოს მოდის საერთაშორისო პოტენციალზე? იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძალიან ცნობადი გახდა, რაც დემნა გვასალიამ გადაატრიალა მოდის სფერო, ლოკალური ქართველი დიზაინერებისთვის ჯერ რთულია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია პარიზში ვცხოვრობ ეს ძალიან რთული გზაა, რომელსაც თამამად ვიტყვი მარტო ვერ გაივლი ან ძალიან უნდა გაგიმართლოს რეალურად ამ ბიზნესშ როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საერთაშორისო ასპარეზზე და რას ნიშნავს თქვენთვის მოდის დედაქალაქ პარიზში მოღვაწეობა. ჩემი საერთაშორისო ასპარეზი თბილისის მოდის კვირეულის დროს დაიწყო, სადაც ჩამოსულები იყვნენ პარიზის საერთაშორისო საგამოფენო სივრცის ტრანოის წარმომადგენლები. “ტრანოი” მსოფლიოს დიზაინერებს აძლევს საშუალებას შეიკრიბონ და წარმოადგინონ კოლექციები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბაიერებისთვის. სწორედ “ტრანოის” წარმომადგენლებმა მიმიწვიეს ამ უზარმაზარ გამოფენაზე, რომელიც იმ დროისთვის ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუწვდომელი. აღმოვჩნდი ამ ასპარეზზე და მას შემდეგ არცერთი შოურუმი გამომიტოვებია. ტრანოის შემდეგ საკუთარი შოურუმის გაკეთებაზე გადავედი და თითქმის 15 წელია, რაც წელიწადში ორჯერ პარიზში ვაწყობ ჩემს შოურუმს ახალი კოლექციი რომელი მასალების გამოყენება გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ? ჩემთვის ნებისმიერი კარგი და ხარისხიანი ქსოვილი უკვე არის მუზა. ძირითადად შავ-თეთრი ფერები მიყვარს, თუმცა აუცილებლად ვიყენებ ფერად ქსოვილებსაც. არის პერიოდები, როცა თვალი სულ ფერადისკენ გამირბის, არის ასე ვე პერიოდები, როცა უფრო მუქი ფერების გამოყენება მინდა, მაგრამ ბაზა ყოველთვის რჩება შავი. განსაკუთრებული პრაქტიკულობითაც გამოირჩევა ეს ფერი და შესაძლებელია მასში ნებისმიერი მასალა გამოიყენო. ვფიქრობ შავს კონკურენტი არ ჰყავ რომელი კოლექცია მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად? ჩემს კარიერაში ყველა კოლექციას აქვს თავისი წვლილი შეტანილი. რაღაც მომენტში შეიძლება ვფიქრობდე, რომ კოლექცია წარუმატებელი იყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ის თავის სიტყვას მაინც ამბობს. ამიტომ ყველა კოლექციას მაინც თავისი ადგილი უჭირავს, ვიმედოვნებ და მაქვს სურვილი, რომ ბევრად უფრო ძლიერი კოლექციები მქონდეს და ბევრად მეტი წარმატება მოიტანო რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე? როგორია თქვენი ახალი კოლექცია?**

ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ კოლექციაზე. ძალიან მალე

გადის დრო და ვემზადები უკვე მარტისთვის. ჯერ ვერ ვაფასებ ჩემს კოლექციას, თუმცა როგორც ყოველთვის ესეც იქნება ქალური, დახვეწილი და პრაქტიკული. ჩემთვის პრაქტიკულობა ძალიან მნიშნელოვანია, ასევე დეტალები, რომელიც უნდა იყოს დამახსოვრებადი და გამორჩეული. ვფიქრობ, რომ ახლაც არ ვუღალატებ ჩემს სტილს და ცნობადობას არ დავუკარგავ ჩემს კოლექციას.

არაერთ ცნობილ ადამიანს ჩაუცვამს თქვენი სამოსი, მათ შორის მონიკა ბელუჩის. რას ნიშნავს თქვენთვის ეს წარმატება? ბევრ ჰოლივუდის ვარსკვლავს სცმია ჩემი სამოსი, თუმცა გამოვარჩევდი მონიკა ბელუჩისთან მუშაობას. ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ლეგენდარულ მსახიობთან პირადად მქონდა შეხება. გადაღების პროცესში შევხვდი ასევე ოლგა კურილენ კოს და მარჩელო მასტროიანისა და კატრინ დენევის შვილს კიარა მასტროიანს. როცა მათთან ერთად მუშაობ და იცი, როგორი დონის ვარსკვლავები არიან, ეს მომენტი საოცარ სიამოვნებას გგვრის. ამ მიუღწეველ, გრანდიოზულ ვარსკვლავებთან კონტაქტით ხვდები, რომ ისინიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათთან შეხვედრის პირველი წუთები ძალიან მძაფრი განცდის მომგვრელი იყო. მთელი დღის განმავლობაში ერთად მუშაობის შემდეგ კი ხვდები, რომ ისინიც ზუსტად ისეთვე ემოციური ადამიანები არიან თავისი პრობლემებით თუ წარმატებით, როგორც ჩვენ. საინტერესო იყო ამ ემოციებთან შეხვედრ რა იქნება თქვენი რჩევა დამწყები ქართველი დიზაინერებისთვის?** ყველაზე მნიშნელოვანია უზომო შრომა და კოლექციების მზადება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასდროს მოეწონოთ და დიდი განცდებიც ჰქონდეთ გარე კრიტიკიდან გამომდინარე, არასოდეს არ უნდა მოხვდეთ სხვისი აზრის გავლენის ქვეშ. უნდა აკეთონ რაც მოწონთ და მიაჩნიათ სწორად. დიდი პრაქტიკის და შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევენ იმ სტილს და იმ კოლექციას რაც ჩაფიქრებული აქვთ. ეს მხოლოდ ხდება განვითარების ხარჯზე, განვითარება კი ხდება შრომის ხარჯზე.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.