ქართველი ინტერიერის დიზაინერი ნიუ-იორკში
თინათინ კილაბერიძე

ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის სფეროში დასახელებულ პროფესიონალთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს თინათინ კილაბერიძეს. ქალს, რომელმაც ტრადიციული ქართული, აღმოსავლური და დასავლური ესთეტიკის სინთეზით შექმნა უნიკალური, დროში შეუცვლელი სტილი. თინა კილაბერიძე ნიუ-იორკში მცხოვრები ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1956 წელს, საქართველოში. დიზაინზე ფიქრი ბავშვობიდან დაიწყო. ყოველთვის სურდა გარემოს შეცვლა, არა მხოლოდ ავეჯის ან ნივთების განლაგებით, არამედ ადამიანების ჩაცმულობითა და ვარცხნილობით.
თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც არქიტექტურა, ფერწერა და დიზაინი ერთიანად შეისწავლა. აკადემიის დასრულების შემდეგ ზურაბ წერეთლის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, სადაც აკვარელით ქმნიდა ინტერიერის ნახაზებს და ავეჯის დიზაინს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დამოუკიდებლად შექმნა კარიერა. ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერია, თანამშრომლობს Valerie Goodman Gallery-სთან, ქმნის პერსონალურ პროექტებს და ლიმიტირებულ ავეჯის ხაზს.
მისი ნამუშევრები გამოირჩევა მინიმალიზმით, დახვეწილი ფორმებით, ფუნქციურობითა და ესთეტიკურობით. თინათინი აქტიურად ინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან, ატარებს ვორქშოფებს ახალგაზრდა დიზაინერებისთვის და ახორციელებს პროექტებს თბილისში.
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ? ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და მეგონა მხატვარი ვიქნებოდი, თუმცა ფორმები ადამიანების ჩაცმა, ვარცხნილობა, შენობები, ბაღები და სახლის მოწყობა ძალიან მიზიდავდა. თუ ჩემს ფანტაზიაში რაიმე თვალით არ მომწონდა, მუდამ ვცვდილობდი შემეცვალა. უნივერსიტეტში უცხოენების დამთავრების შემდეგ მაინც დავუბრუნდი ჩემს ინტერესს და ჩავაბარე ინტერიერის დიზაინზე. იმ დროს ეს მიმართულება აკადემიაში ახალი გახსნილი იყო. ჩემი ინტერესები კი ყველაზე ახლოს ამ სფეროს დავუკავშირ თანამედროვეობაში ეს პროფესია ძალიან პოპულარულია, თუმცა ნაკლებად ცნობადი იყო ის წლების წინ. თქვენ ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ხართ ამ საქმეში. როგორ განვითარდა თქვენი ხედვა და ეს სფერო წლებთან ერთად? ის განათლება, რაც სამხატვრო აკადემიაში მივიღე ძალიან ახლოს იყო ხელოვნებასთან. უწყვეტად ვსწავლობდით ხატვას, ფერწერას და ქანდაკებას, ამავე დროს არქიტექტურას და დიზაინს. ამან დიდი საფუძველი მომცა, რომ უფრო შემოქმედებითად მეფიქრა ინტერიერის არქიტექტურაზე. დიდმა შრომამ და თვითრწმენამ მომცა საშუალება დამეწყო ჩემი საქმიანობა ამერიკაში. იმ დროს როცა არც ინტერენტი იყო ჯერ და არც არანაირი ინფორმაციის მოპოვება შეიძლებოდა ჟურნალის გარდა, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ადვილი არ იყო. თუმცა შევძელი დამოუკიდებლად გამერთვა თავი ამ ყველაფრისთვის და საკუთარი კომპანია დამეარსებინა. წლები და დიდი შრომა დამჭირდა მაინც, რომ აქამდე მოვსულიყავი. სხვადასხვა რეალობიდან, სხვადასხვა სტილთან, მოცემულობასთან მქონდა საქმე, მაგრამ ჩემს რწმენას და პრინციპებს არ ვკარგავდ ზურაბ წერეთლის სახელოსნოში მუშაობის გამოცდილება როგორ დაგეხმარათ შემდგომ კარიერაში?
ძალიან დამეხმარა, რადგან იმ დროს ყველა ავეჯის და
განათების საგნის დიზაინის ორიგინალს ვაკეთებდით. მაშინ ხელმისაწვდომი არ იყო მსოფლიოს დიზაინერების ნიმუშების გაცნობა, ისე როგორც ახლა. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დამეხმარა, შემექმნა ინდივიდუალური ნივთები.
დღეს ნიუ-იორკში მოღვაწეობთ, როგორ დაიწყო თქვენი საერთაშორისო წარმატება? თვითრწმენამ და მონდომებამ მაინც თავისი გაიტანა. სავარაუდოდ თანდაყოლილი ნიჭიც დამეხმარა. ყველანაირად ვცდილობდი საშუალება მქონოდა დამტკიცების, რომ მე ნამდვილად გავაკეთებ ყველაფერს საუკეთესოდ. რაც არ უნდა ნიჭიერი და ორიგინალური იყო, წარმატება მაინც შრომის ფასად მოდი რას თვლით კარიერულ ყველაზე დიდ გამოწვევად? ის, რომ ჩვენი პროფესია დამოკიდებულია ობიექტურ სივრცესთან და რომ დამკვეთი უნდა გენდობოდეს. ავეჯის დიზაინი კი განსაზღვრულ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ბიუჯეტი გაქვს, ბევრად უფრო ადვილია განახორციელო შენი ფანტაზია და სურვილ როგორ აღწერდით თქვენს სტილს – რა არის მთავარი, როცა დიზაინს ქმნით? მთავარია ფუნქცია და ფანტაზია საუკეთესოდ ჩადო ერთ ფორმაში.
ინტერიერის გარდა მუშაობთ ავეჯის დიზაინზეც, მოგვიყევით ამ მიმართულების შესახებაც.
ავეჯის დიზაინი გენეტიკაში მქონდა. ბაბუაჩემი არქიტექტორ/მშენებელი იყო, ბიძაჩემი კი ინჟინერი, თუმცა ორივე მათგანს ჰობად ჰქონდათ ავეჯის დიზაინის შექმნა და დამზადება. ჩემთანაც თავისთავად მოვიდა ავეჯისადმი ინტერესი, თანაც როცა ინტერიერზე დავიწყე მუშაობა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როცა სასურველ ნივთს ვერ ვპოულობდი, შემდეგ თავად ვქმნიდი.
თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერიერში? სივრცე უნდა მუშაობდეს კარგად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ასევე მომხმარებელს უწყვეტად უნდა მოუტანოს დადებითი ემოციებ როგორ ინარჩუნებთ კავშირს საქართველოსთან? რა პროექტები გაქვთ აქ? წლების მანძილზე ვცდილობდი ვორკშოპების სახით გამოცდილება გამეზიარებინა დამწყები დიზაინერებისთვის და სამხატვრო აკადემიაში მედიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ვთანამშრომლობდი. შარშან თავისუფალი ინსტიტუტის ინტერიერის ფაკულტეტის დიპლომის კურს ვუხელმძღვანელე. ბოლო რამდენიმე წელში გავაკეთე ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში და ერთი დავასრულე ჩაქვში, პარალელურად ვმუშაობდი ნიუ იორკის პროექტებზე. თბილისის ერთ-ერთი სახლი ამერიკულ, გერმანულ და იტალიურ ჟურნალში გამოქვეყნდა, რითიც ძალიან ვამაყობ. 35 წლის წინ, როდესაც ამერიკაში ჩავედი ვერ ვაგებინებდი ვერავის საქართველო სად იყო. როდესაც (architectural digest ) ამერიკულმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ თბილისის სახლი გამოაქვეყნა ნამდვილად გამეხარდა და გამიჩნდა სიამაყის გრძნობა, რომ რაღაცას მივაღწიე - ჩემი სათქმელი მაინც ვთქვი. ასევე ვიწყებ ახალ პროექტს საცხოვრებელ სახლს თბილისის შემოგარენშ თქვენი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული ნამუშევარი? ალბათ თბილისის ეს ნამუშევარი, რაც აღვნიშნე, რადგან ჩემი მსოფლმხედველობა, თბილისის სულისკვეთება, დამკვეთის ხასიათთან და პიროვნებასთან დიდ ჰარმონიაში იყო, ამიტომაც შევძელი გამეზიარებინა ის დიდი აუდიტორიისთვი სამომავლოდ რომელ მიმართულებებს გეგმავთ, ახალ კოლექციებს ან პროექტებს?** ვფიქრობ გავაგრძელებ ისევ მუშაობას ჩემ შვილთან ნინა კილაბერიძე ლაინთან ერთდ, ნინა ასევე ინტერიერის დიზაინერია. ძალიან კარგი პრაქტიკა გაიარა ჩემთან და საკმაოდ აღიარებულ დიზაინერებთან. მალე შემოუერთდება ჩვენს კომპანიას და ვიმუშავებთ საერთაშორისოდ – ნიუ იორკში, ლონდონში და საქართველოში როდესაც შემოქმედებითად საინტერესო პროექტების შემოთავაზება გვექნება. ასევე მაისისთვის ახალი ავეჯის კოლექციის გაკეთებას ვფიქრობ საქართველოში.















