Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ეკატერინე ბუაჩიძე

## ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო, რომელმაც მსოფლიო სცენა დაიპყრო

ეკატერინე ბუაჩიძე

ქართულ საოპერო ხელოვნებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს. ახალგაზრდა მეცო-სოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საოპერო კონკურსის, „ოპერალიას“ გამარჯვებული გახდა. ამ წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც მატებს, რომ კონკურსის ისტორიაში მთავარი პრიზი პირველად მოიპოვა ქართველმა მონაწილემ.

ეკატერინემ კონკურსზე არა მხოლოდ ჟიურის, არამედ მაყურებლის გულიც მოიგო. მას გადაეცა როგორც სარსუელას სპეციალური ჯილდო, ისე მაყურებლის რჩეულის პრიზი. თავად მომღერალი გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა და აღნიშნავდა, რომ „ოპერალიაზე“ ტრიუმფი მისთვის დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავდა.

ეკატერინე ბუაჩიძე 2002 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. 23 წლის მანძილზე უკვე მოასწრო არაერთ მნიშვნელოვან საოპერო და თეატრალურ პროექტში მონაწილეობა. მისი პროფესიული განათლება და კავშირებულია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, რომლის დასრულების შემდეგაც კარიერა საერთაშორისო მასშტაბზე განაგრძო.

ამჟამად ეკატერინე მიუნხენის ბავარიული სახელმწიფო ოპერის სტუდიის წევრია, სადაც სხვადასხვა სპექტაკლში მონაწილეობს. მისი ხმის ტემბრი, ტექნიკური მომზადება და სცენური ენერგია მალევე მოექცა საოპერო სამყაროს ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022–2023 წლებში ეკატერინე ბუაჩიძე ახალგაზრდა არტისტთა პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობდა რომის Teatro dell’Opera di Roma-სთან, რაც მისი საერთაშორისო გამოცდილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საოპერო კონკურსი „ოპერალია“ 1993 წელს დაარსდა ლეგენდარული ბარიტონის, პლასიდო დომინგოს ინიციატივით. დღევანდელ რეალობაში ის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმად მიიჩნევა ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო კარიერისკენ პირველ დიდ ნაბიჯს დგამენ.

კონკურსში ყოველწლიურად ასობით მომღერალი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ არტისტებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების წარმომადგენლებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ცნობილი დირიჟორები, რეჟისორები და საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, რაც კონკურსს განსაკუთრებულ პროფესიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

წლების განმავლობაში „ოპერალიამ“ არაერთი მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავი გააცნო საზოგადოებას და დღემდე რჩება საოპერო ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად.

ეკატერინე ბუაჩიძის გამარჯვება არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ ქართული საოპერო სკოლის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.