Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ქეთევან პაპავას ბალეტის სამყარო

ქეთევან პაპავას ბალეტის სამყარო

ვენის სახელმწიფო ოპერის და ბალეტის ქართველი სოლისტის, ქეთევან პაპავასთვის ბალეტის ჯადოსნური სამყარო მუდმივად განვითარებად პროფესიულ და პიროვნულ მოგზაურობას წარმოადგენს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის არის წამყვანი პარტიები დადგმებში: „ანა კარენინა“, „ონეგინი“, „ჟიზელი“, „კარმენი“, „გედების ტბა“, „მაკნატუნა“ და მრავალი სხვა.

„დევიდ ბომბონას მიერ დადგმული „კარმენის“ უპირობო ვარსკვლავი ქართველი მოცეკვავე, უშეცდომო, გრაციოზული და არანორმალურად მიმზიდველი შესრულება მუსიკის ისტორიაში უდიდესი მაცდუნებელი ქალისა, გვაფიქრებინებს რომ სწორედ მას აღწერდა პროსპერ მერიმე თავის ნოველაში.“ ეს ქართველი ბალერინის ცეკვის შესრულების ერთ-ერთი შეფასებაა.

როგორ და რა ასაკში დაიწყო თქვენი და ბალეტის შეხვედრა? თბილისში დავიბადე. ვიზრდებოდი მსოფლიო საოპერო და საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავების — ირმა ნიორაძისა და მზია ნიორაძის ოჯახში. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, თეატრს და საბალეტო ხელოვნებას ბავშვობიდან ვეზიარე. დედას სპექტაკლებზე ხშირად დავყავდი. თეატრის ზღაპრული და ჯადოსნური სამყარო ბავშვობიდანვე მიზიდავდა. 10 წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავიწყე სწავლა. ერთი წლის შემდეგ, დეიდამ, მარინის თეატრის პრიმაბალერინა ირმა ნიორაძემ, სასწავლებლად პეტერბურგის ა. ვაგანოვას რუსულ საბალეტო აკადემიაში შემიყვანა. აკადემიის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კონკურსის შედეგად მარინის თეატრის დასის წევრი გავხდ გქონდათ თუ არა თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, რისი მიღწევა გინდოდათ პროფესიულად, თუ ეს ყველაფერი თავისით, ბუნებრივად განვითარდა თქვენს ცხოვრებაში?** რა თქმა უნდა, მიზნები განსაზღვრული მქონდა, თუმცა, გარკვეული მოვლენები მოგვიანებით, დრომ თავისით დაალაგა. დასაწყისში მხოლოდ ცეკვა, მოძრაობა, მუსიკა, სცენა მინდოდა. დროთა განმავლობაში, სერიოზული მიდგომით, შრომით და ყოველდღიური დისციპლინით ყველაფერი გაღრმავდა.

მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც თქვენი კარიერა განავითარა...

მარინის თეატრში მუშაობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ეს თეატრი მსოფლიო მეგავარსკვლავების სამჭედლოა, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა და წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა თავდაუზოგავი შრომაა. ჩემს კარიერაში შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი ევროპაში მუშაობის დაწყებას უკავშირდება, რამაც საერთაშორისო გამოცდილება, განსხვავებულ რეჟისორებთან და ქორეოგრაფებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომცა.

შესრულებული როლი ან როლები, რომლებსაც განსაკუთრებით გამოარჩევდით და სადაც ყველაზე კარგად წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული თვისებები? ორი როლი, რომლებიც ჩემს შინაგან სამყაროსთან განსაკუთრებით ახლოს არის, „მარგარიტა გოტიე“ დამა კამელიებით და „ანა კარენინაა“. მარგარიტა გოტიე ჩემთვის ერთდროულად სიმამაცის და მსხვერპლის სიმბოლოა. მარგარიტას თავგანწირვით უყვარს და ამ სიყვარულისთვის ყველაფერს სწირავს. ამ როლში ვგრძნობდი, როგორ გაერთიანდა ჩემი შინაგანი სიფაქიზე, სიძლიერე და დრამატული ემოცია. ამ ბალეტში ყოველი მოძრაობა ჩემთვის სიტყვასავით იყო. ანა კარენინა კიდევ უფრო ღრმა, ფსიქოლოგიური როლი გახლდათ. შინაგანი დაძაბულობა, თავისუფლების სურვილი, ტკივილი, სოციალური ზეწოლა, და ბოლოს, ტრაგიკული არჩევანი. ამ როლში განსაკუთრებით ვიგრძენი როგორ გაცოცხლდა ჩემში პერსონაჟი, არა მხოლოდ როგორც ქალში, არამედ როგორც ადამიანში, რომელიც საკუთარ ჭეშმარიტებას ნებისმიერ ფასად ეძებს. ორივე როლის შესასრულებლად, როგორც ტექნიკური უნარების, ისე შინაგანი სიმართლის სრულად მობილიზება და კონცენტრაცია დამჭირდა.

სწორედ ამიტომ, ეს გმირები ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის გამორჩეულად დარჩება.

რა შემატა ბალეტმა თქვენს ცხოვრებას? ბალეტმა ჩემს ცხოვრებას დიდი შრომის, დისციპლინის, კრიტიკული აზროვნების, სწორი გადაწყვეტილებების მიღების, სრულყოფილების და წარმატების საიდუმლოს ამოხსნის უნარი შემატ საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ და სულ გახსოვთ? დღემდე მახსოვს უდიდესი ქორეოგრაფის ჯონ ნოემაიერის რჩევა: „სცენაზე მხოლოდ გულწრფელი უნდა იყო როგორ ფიქრობთ რა ემოციებს აცოცხლებს ბალეტის ყურება ადამიანში? ბალეტი ადამიანის ემოციებზე ახდენს გავლენას. ის მუსიკის, მოძრაობის და დუმილის საშუალებით ამბავს ჰყვება. მაყურებელი ცოცხლად განიცდის სევდას, სიყვარულს, შინაგან ბრძოლას. ეს ის იშვიათი ხელოვნებაა, რომელიც სიტყვების გარეშე გადმოსცემს ყველაფერს, რაც გულშია. იმისათვის, რომ მაყურებელში ემოციები აღძრა, აუცილებელია შეგეძლოს გარდასახვა, ცხოვრობდე შენი გმირის ემოციებით და მაყურებლამდე მისი გრძნობები გულწრფელად მიიტან რა ეტაპია დღეს თქვენს კარიერაში?** დღეს ჩემს კარიერაში ის ეტაპი დგება, როცა მხოლოდ სცენაზე ყოფნა ჩემთვის საკმარისი აღარ არის. სურვილი მაქვს, ჩემი გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო. ამ ეტაპს სიღრმის, გაზიარების და ახალი შთაგონების პერიოდად დავახასიათებდი.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.