გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე

როგორ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში გადაწყვეტილება, ფეხბურთელობა და კონკრეტულად მეკარის პოზიცია, პროფესიად აგერჩიათ? მამაჩემი მეკარე იყო. მეც, პოზიციის არჩევის დროს, ბევრი არ მიფიქრია, თავიდანვე კარში დავდექი. გაგრის საფეხბურთო აკადემიის ასაკობრივ გუნდში დავიწყე ვარჯიში და 12 წლის ასაკში დინამო თბილისის აკადემიას შევუერთდი. ყველაფერი აქედან დაიწყ რა ეტაპია დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში?** ვფიქრობ, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ეტაპია. ეროვნულმა და 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის სამ ჩემპიონატზე მიყოლებით ითამაშა, რაც ისტორიული მოვლენაა. არასდროს გვქონია იმდენი ინდივიდუალური და გუნდური წარმატება, რაც ახლა გვაქვს. მჯერა, რომ წინ ბევრი გამარჯვება გველოდება.
კარიერული მიღწევები, რომლებსაც გამოარჩევდით...
ვიმედოვნებ, ყველაზე დიდი კარიერული წარმატებები, როგორებიცაა: ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგება, წინ მელოდება.
რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და როგორ იცვლება მისი განსაზღვრება დროთა განმავლობაში? მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. არასდროს ვეგუები მარცხს, წარუმატებლობას. ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში და მისკენ სავალ გზაზე ჩემი ხასიათის ეს თვისებები მეხმარება. ის, რაც დროსთან ერთად მოდის და ამ ამბის მთავარი ელემენტებია, რასაც წარმატება ჰქვია, საკუთარი თავის ნდობა და დაჯერებაა. თავდაჯერებულობა მეხმარება სირთულეებით და გამოწვევებით სავსე პერიოდი გადავლახო, წარმატება კი ბუნებრივად ხდება ამ ყველაფრის მეგზურ ბევრი წლის შემდეგ, როგორ გსურთ გაგიხსენონ გულშემატკივრებმა? ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრების და ქვეყნის წარმატებისთვის თავდაუზოგავად იშრომა და ადამიანი, რომელმაც კარგად იცის მხარდაჭერის და გულშემატკივრობის ფას როგორ ხედავთ ქართული ფეხბურთის მომავალს? მიღწევების მიუხედავად, წინ დიდი გზაა. ჩვენს თაობას დიდი რესურსი აქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ. ასევე, მომავალი თაობის თამაში და პროგრესი იმედს მაძლევს, რომ მათთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით და ქართულ ფეხბურთს ახალი წარმატებებით ავავსებთ.






