Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

თელ-ავივი

## ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს THE CITY THAT NEVER SLEEPS

თელ-ავივი

ქვიშიანი სანაპიროები, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნაზავი, კულტურული ძეგლები, ტრადიციული ებრაული სამზარეულო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს – ეს ისრაელის საქმიანი ცენტრი და იერუსალიმის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი თელ-ავივია. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება თელ-ავივი „გაზაფხულის ბორცვს“ ნიშნავს.

ისეთი პრესტიჟული გამოცემები, როგორებიც Los Angeles Times-ი და The New York Times-ი არიან თელ-ავივს უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიებენ. 24 საათიანი გასართობი ატრაქციონებისა და ღამის კლუბების ჭარბი რაოდენობის გამო, მას ხშირად უწოდებენ „ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს“.

თელ-ავივი ისრაელის ეკონომიკური ცენტრი და მისი უმდიდრესი ქალაქია. სწორედ აქ მდებარეობს თელ-ავივის საფონდო ბირჟა. ქალაქში შტაბ-ბინები აქვს მრავალ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდს, კვლევით ინსტიტუტსა და Hi-Tech კომპანიას.

„თეთრი ქალაქი“ – ასე უწოდებენ ბაუჰაუსის სტილში აშენებულ დაახლოებით 4 000 შენობას თელ-ავივში, რომლებიც 1930-იან წლებში აშენდა და ტურისტების საყვარელ სანახაობად იქცა. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს, იუნესკომ „თეთრი ქალაქი“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

თელ-ავივში მოგზაურობის დროს გვერდს ვერ აუვლით ქალაქის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმებს, რომლებიც მნახველებს საერთაშორისო ებრაულ დიასპორასა და ებრაელთა ისტორიაზე მოუთხრობს.

გულგრილს არც ძველი ქალაქის მონახულება დაგტოვებთ, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტებითაა სავსე. აქ თქვენ წინაშე ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნაზავი გადაიშლება. არქიტექტურული და კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად შეგიძლიათ მრავალენოვანი ტურებით ისარგებლოთ.

თელ-ავივი გულს არც ზღვის მოყვარულებს დასწყვეტს. დასავლეთიდან თელ-ავივს ხმელთაშუა ზღვა აკრავს. 14 კმ. სიგრძის თორმეტი ქვიშიანი სანაპირო ერთმანეთის მიყოლებით მდებარეობს. ასე რომ, შეგიძლიათ ცხელ ამინდში ქვიშიანი სანაპიროებით დატკბეთ. ღამის კლუბები და რესტორნები სანაპიროს გასწვრივაა თავმოყრილი.

ქალაქის ტერიტორიის 17%-ი გამწვანებასა და ბუნებრივ ნარგავებს უჭირავს. თელ-ავივში მრავლად შეხვდებით საზოგადოებრივ პარკებს.

ებრაული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ სამზარეულოდ მიიჩნევა. ებრაული კულინარიული კულტურა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან და ათასწლეულების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას. სწორედ კულტურათა შერწყმის პროცესში ყალიბდებოდა შედარებით განსხვავებული, მაგრამ მაინც ებრაულ ტრადიციებზე დაქვემდებარებული და დამახასიათებელი კულინარიული რეცეპტები. ებრაულ კერძებში დიდი ადგილი იხვითა და ბატით მომზადებულ კერძებს უკავია. ფარშირებული ბატის კისერი, იხვი და ინდაური ებრაული სადღესასწაულო სუფრის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ცალკე განხილვის საგანია მაცა. უმარილოდ, ხორბლის ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული თხელი ფირფიტები, რომელსაც ებრაელები პასექის დღესასწაულზე მიირთმევენ. ქალაქის რესტორნები ტრადიციულ ებრაულ კერძებთან ერთად, სტუმრებს საერთაშორისო სამზარეულოებსაც სთავაზობენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველ წელს წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ჩამოაქვს.

„ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს“ ყოველ წელს უამრავ ტურისტს მასპინძლობს და მათ მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს.

კიდევ წაიკითხეთ

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი
ავიაცია

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი

„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს. თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს.

დადიანების სასახლე
კულტურა

დადიანების სასახლე

დიდებულებისა და კულტურული მნიშვნელობის სიმბოლო – დადიანების სასახლე, დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაც სამეგრელოს ცენტრში, ზუგდიდში მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში და დღესაც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.